1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

იცით თუ არა...

3 დეკემბერი 14:00, 2019 წელი

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 

დღეს sms-ს დაბადების დღეა!


კაცობრიობის ისტორიაში პირველი სადებიუტო შეტყობინების ავტორი იყო იმ დროს ბრიტანულ-ფრანგული კომპანია Sema Group-ის პროგრამისტი ნეილ პეიპვორსი...

sms პროექტს, რომელშიც ნილ პეიპვორსი თანამშრომლობდა, Sema Group-ი კომპანია Vodafone-ის დაკვეთით ახორციელებდა. პროექტი თავდაპირველად ხელმძღვანელობის პეიჯერ-სერვისისთვის იყო ჩაფიქრებული.


პირველი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილ იქნა Vodafone-ს ლაბორატორიიდან GSM-ის ქსელით პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით მობილურ ტელეფონზე. შეტყობინების ტექსტი იყო "Merry Christmas". 


„იმ დროს ნამდვილად არ მესმოდა, ასეთი სერვისი რაში უნდა გამოეყენებინათ რიგით ადამიანებს. ერთი ის ვიცოდი, რომ ზოგიერთი თან ატარებდა ორ მოწყობილობას - ტელეფონს და პეიჯერს და sms ტექნოლოგია შესაძლებელს გახდიდა, მხოლოდ ტელეფონი ეტარებინათ“, - ამბობს პეიპვორსი ერთ-ერთ ინტერვიუში.



თავიდან SMS-ის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან ნელა იზრდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად ოპერატორები სისტემას ძალიან ნელა ტვირთავდნენ. დროთა განმავლობაში ეს შეფერხება, რა თქმა უნდა, ამოიფხვრა.


მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები და მობილური მესენჯერები გაჩნდა, SMS-ზე მოთხოვნა დღესაც არ შემცირებულა. SMS-მიმოწერაში პირველ ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია - თითქმის ტრილიონი ტექსტური შეტყობინებით წელიწადში.  


 


 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?