მაგალითად, რუმინეთის ყოფილ დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუს ავი სულების ისე ეშინოდა, რომ მაგია და ჯადოქრობა კანონგარეშე საქმიანობად გამოაცხადა. თუმცა, ასე იყო რუმინეთში სოციალიზმის დამხობამდე, ამჟამად კი მაგებსა და ჯადოქრებს საპრეზიდენტო არჩევნებზე დახმარებისთვისაც კი მიმართავენ. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომავალი პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს ტანსაცმელში, ავი სულების დასაფრთხობად, მეწამული ფერი დომინირებდა. ხმის მიცემის პროცედურაზე კი მომავალი პრეზიდენტი პარაქსიქოლოგის თანხლებით მიბრძანდა.
2011 წლის 1-ლი იანვრიდან რუმინეთში მაგიისა და მეტაფიზიკის სფეროში დასაქმებული ჯადოქრები, მკითხავები, პარაფსიქოლოგები და მედიუმები ინდმეწარმეებად არიან დარეგისტრირებული და 16%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდიან. კანონი მათ სალარო აპარატის ქონას და, ჯადოსთან ერთად, ქვითრის გაცემას ავალდებულებს.
სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რამდენი გატეხილი გულის გამთელება მოახერხეს რუმინელმა ჯადოქრებმა ან პირიქით, რამდენ ოჯახს გამოუყვანეს წირვა, არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ჯადოქრობა ერთ-ერთი საპატიო და კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა.