თავდაპირველად, სარკის როლს გაპრიალებული ობსიდიანი (ვულკანური ქვა) ასრულებდა, რომელთა ნიმუშები აღმოჩენილია ანატოლიაში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია).
ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვ.წ.აღ-მდე 4000 წელს გამოჩნდა სარკისებურად დამუშავებული ლითონის ფირფიტები, რომლებსაც სარკის ნაცვლად გამოიყენებდნენ. რა თქმა უნდა, საუკეთესო სარკეები ძალიან ძვირი ღირდა.
უფრო ხელმისაწვდომი მასალის ძიებამ ადამიანები მინის ექსპერიმენტამდე მიიყვანა. სწორედ მაშინ გაჩნდა ძველ რომაელებში ტექნოლოგია, რომელიც გამდნარი ტყვიის მინის ბურთში ჩასხმას და ამგვარად, ამრეკლი ფენის შექმნას ითვალისწინებდა.
რა თქმა უნდა, პირველი სარკეები სულაც არ ჰგავდა დღევანდელებს. ისინი არა ბრტყელი, არამედ გამობერილი იყო - სწორედ ისეთი, როგორებსაც დღეს სიცილის ოთახებში შეხვდებით.
ასეთი სარკეები, რა თქმა უნდა, რეალობას ამახინჯებდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს პირველი სარკეები იყო.