„ფლემინგი“ – 4 ეპიზოდი
სერიალი მწერალ იან ფლემინგზეა, რომელმაც ჯეიმს ბონდი გვაჩუქა. მთავარ როლში დომინიკ კუპერია, რომელმაც ტონი სტარკის მამის როლი ითამაშა „პირველ შურისმაძიებელში“.
„ღამის ადმინისტრატორი“ – 6 ეპიზოდი
ჯონათანი სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობს, თუმცა სინამდვილეში აგენტია. სერიალი ჯონ ლე კარეს რომანის მიხედვით შეიქმნა, მას კი ინტრიგის შექმნა ნამდვილად კარგად გამოსდის.
„კოლეჯის მეგობრები“ – 8 ეპიზოდი
სერიალი ჰარვარდის კურსდამთავრებულებზეა. მას მაშინ უნდა უყუროთ, როდესაც რაღაც მარტივი გესაჭიროებათ...
„ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები“ – 8 ეპიზოდი
მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობების ეკრანიზაცია. ხანდახან საშიში, მაგრამ წარმოუდგენლად საინტერესო!
„ომი და მშვიდობა“ – 6 ეპიზოდი
შეაფასეთ BBC-ს ინტერპრეტაცია. აქ შეამჩნევთ ნიუანსებს, რომლებზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ.
„ლეგიონი“ – 8 ეპიზოდი
პროფესორ ჩარლზ კსავიერის ვაჟი მუტანტია. ეს უცნაური, მომენტებში შემზარავი სერიალი მათთვის არის, ვისაც რთული თავსატეხები და ადამიანის ცნობიერება აინტერესებს.