ვარსკვლავები, რომლებიც მამებთან არ ურთიერთობენ

კინო

30 ნოემბერი 18:00, 2018 წელი

ძნელია, გაიგო, ვინ არის დამნაშავე ოჯახურ კონფლიქტში - ყველას ხომ საკუთარი სიმართლე აქვს...

ბიონსე
მომღერალი, 37 წლის



ბიონსეს საკუთარ მამასთან, მეთიუ ნოულზთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ბიონსეს კარიერის დასაწყისში გაჩნდა, როცა მამა მომღერლის მენეჯერი იყო.
2011 წელს ბიონსემ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავად მომღერალს ამის მიზეზი არ გაუსაჯაროებია, თუმცა მეთიუმ აღიარა, რომ შვილი მას ჰონორარების ქურდობაში ადანაშაულებდა. ოღონდ ეგაა, ხელშეკრულების გასაწყვეტად ფინანსური პრობლემები მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა. ნამდვილი მიზეზი მეთიუს ღალატი იყო, მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა მსახიობ ალექსანდრა რაიტთან. 2009 წელს, შეიტყო რა ქმრის ღალატის შესახებ, ბიონსეს დედამ გაყრაზე განცხადება შეიტანა. 2 წლის შემდეგ კი, გაყრის პროცესის დასრულებისთანავე, მომღერლის დედამ სამუდამოდ გაწყვიტა ურთიერთობა მოღალატე ექსქმართან. კიდევ ორი წლის შემდეგ მეთიუ ნოულზი ხელახლა დაქორწინდა, თუმცა არც ბიონსე და არც მისი და სოლანჟი მამის ქორწილში არ მივიდნენ. ბიონსემ თავისი მეორე ფეხმძიმობის ამბავიც არ გააგებინა მამას - მან ამის შესახებ ინსტაგრამიდან შეიტყო.


დემი ლევატო
მომღერალი, 26 წლის



დემი ლევატომ მამასთან ურთიერთობა 2007 წელს გაწყვიტა. პატრიკ ლევატო  2013 წელს გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ალკოჰოლიზმი გახდა. როგორც მომღერალი ამტკიცებდა, მამამისს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც სვამდა.


და მაინც, მომღერალმა აღიარა, რომ მამა გულწრფელად უყვარდა. „არც კი მჯერა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა... როგორ მინდოდა, უკანასკნელად ჩავხუტებოდი. მშვიდად განისვენე, მამა. მიყვარხარ“, - დაწერა ლევატომ მამის გარდაცვალების წლისთავზე. მომღერალმა სიმღერაც მიუძღვნა მამის ხსოვნას და მისი სახელობის ფონდიც დააარსა, რომელიც ფსიქოლოგიური გადახრების მქონე ადამიანებს ეხმარება.


ადელი
მომღერალი, 30 წლის



„კიდევ ერთხელ თუ დავინახავ, სახეში შევაფურთხებ“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში 2011 წელს მომღერალმა და დაიფიცა, რომ ცხოვრებაში აღარასოდეს დაელაპარაკებოდა მამას.


ადელსა და მამამისს, მარკ ევანსს შორის დაძაბულობა ყოველთვის იყო, თუმცა მათ ურთიერთობას საბოლოო წერტილი მაშინ დაესვა, როცა ევანსმა სოლიდური თანხის სანაცვლოდ „სანის“ ჟურნალისტთან ადელის დედასთან თავის ურთიერთობაზე დეტალურად ისაუბრა. პენი ადკინსი 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, ადელის მამამ კი სამი წლის შემდეგ ოჯახი მიატოვა. მარკმა აღიარა, რომ არ შეეძლო შვილის სიმღერისთვის მოესმინა, რადგან ძალიან რცხვენოდა. დანაშაულის გრძნობის გამო მან სმა დაიწყო და გალოთდა.


ამ აღსარების შემდეგ ადელმა მამასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, ისე რომ მისთვის შვილიშვილიც კი არასოდეს უჩვენებია. ამ ინტერვიუმდე ადელი ცდილობდა, როგორმე დაელაგებინა ურთიერთობა მამასთან, თუმცა ამ უკანასკნელმა შვილთან გულახდილ საუბარს, ფულის სანაცვლოდ ინტერვიუს მიცემა არჩია.


ანჯელინა ჯოლი
მსახიობი, 43 წლის



ჯოლის მშობლები - მსახიობები მარშელინ ბერტრანი და ჯონ ვოიტი - მაშინ დაშორდნენ, როცა მათი ქალიშვილი ერთი წლის იყო. ვოიტის კარიერაზე ეს დადებითად აისახა: მან ერთი წლის შემდეგ „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „სახლში დაბრუნება“. მარშელინმა კი, რომელიც იძულებული იყო, ანჯელინასა და მის უფროს ძმაზე ჯეიმსზე ეზრუნა, მსახიობის კარიერაზე უარი თქვა. ანჯელინამ მამა შეიძულა და მის გვარზეც უარი თქვა, თავისი მეორე სახელის - ჯოლის სასარგებლოდ.


უკვე დიდობაში ანჯელინა შეეცადა, მამას დაახლოებოდა. 2001 წელს მსახიობმა ვოიტი თავისი ეკრანული მამის როლზე მიიწვია ფილმში „ლარა კროფტი“. გადაღებები კამბოჯაში მიმდინარეობდა, სადაც ანჯელინამ თავისი პირველი შვილი იშვილა. ამის გამო, მამა მას მკაცრად ესაუბრა. ვოიტის აზრით, ანჯელინას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რაკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამ განცხადების შემდეგ ჯოლიმ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა მამასთან.


2007 წელს მსახიობის დედა კიბოთი გარდაიცვალა. და ჯონ ვოიტმა კიდევ ერთხელ სცადა შვილთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა მის ამ მცდელობას ანჯელინამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ უპასუხა. ახლა ჯოლი ვოიტთან ურთიერთობს, რაკი ამ უკანასკნელმა მისი აყვანილი შვილები მიიღო.


ჰოლი ბერი
მსახიობი, 52 წელი



მსახიობი არ ურთიერთობს არც მამასთან ჯერემი ბერისთან და არც მისი ოჯახის არცერთ წევრთან. ჰოლი მას იმაში ადანაშაულებს, რომ უმამოდ გაზრდამ მამაკაცების მიმართ მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ჰოლი ბერის პირველი და მეორე ქმრები - ბეისბოლისტი დევიდ ჯასტისი და მუსიკოსი ერიკ ბენე, მსახიობს სცემდნენ. 2005 წელს, მეორე ქმართან გაშორების შემდეგ, ჰოლიმ თვითმკვლელობაც კი სცადა...


მესამე ქმარს, მსახიობ ოლივიე მარტინესს, მართალია, ჰოლიზე ხელი არ აუწევია, მაგრამ ვერ აკონტროლებდა აგრესიას საზოგადოებაში, რამაც მიიყვანა კიდეც ისინი გაყრამდე.

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...