10 ლამაზი ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში

კინო

26 დეკემბერი 18:00, 2018 წელი

მართალია, მშვენიერებას ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, მაგრამ მთავარია, სილამაზე სანახაობრივში არ აგვერიოს...

„მცველები“



მოქმედება ვითარდება პარალელურ სამყაროში, სადაც სუპერგმირები საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არიან. განკითხვის დღე ახლოვდება, წუთებია დარჩენილი მსოფლიოს ორი დიდი სახელმწიფო დერჟავის შეჯახებამდე. ერთ-ერთი სუპერგმირი იწყებს შეთქმულების გამოძიებას, რომლის მიზანიცაა ყველა დროის სუპერგმირის განადგურება.


„შადრევანი“



ლეგენდის თანახმად, არსებობს, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ხე, რომლის წვენიც ადამიანებს მარადიულობას ანიჭებს. ტომასი სიცოცხლის ხის საძებნელად მიდის, რათა თავისი სასიკვდილოდ განწირული ცოლი გადაარჩინოს.


„პირატების ქალაქი“



ეს ფილმი მოგაგონებთ რებუსს ამოხსნის გარეშე, სადაც, სიტყვაზე, პირატებზე სულაც არ არის საუბარი. ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა გოგონა ამ ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან. თუმცა, ფილმის მიმდინარეობისას მოვლენების სუპერრეალიზმი და ბრწყინვალედ შერჩეული ვიზუალური მხარე ამ რეალობაში დაეჭვებას გაიძულებთ.


„უჯრედი“



ფსიქიატრი კეტრინი უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით ცდილობს, შეაღწიოს კომაში ჩავარდნილი მანიაკის ბნელ ქვეცნობიერში, რათა დაადგინოს, სად ჰყავს დამალული თავისი უკანასკნელი მსხვერპლი. ფსიქოპათის ავადმყოფური ფანტაზიებისა და ბავშვობის მტკივნეული მოგონებების ქარიშხალში ის მაინც მიიკვლევს გზას და პოულობს წამების ოთახსა და მოტაცებულ გოგონას.


„კიბე ზეცაში“



ზეციურ სამყაროში შეცდომა დაფიქსირდა: ანგელოზმა ნისლში გზა ვერ გაიკვლია და დედამიწაზე თავის მომაკვდავს ვერ მიაგნო.  ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა ეს კაცი, მან კი სთხოვა, კიდევ ერთი შანსი მიეცა. ვერდიქტის გამოსატანად ზეციური სასამართლო იკრიბება...


„გმირი“



ჩინეთი შვიდ სამთავროდაა დაყოფილი, მაგრამ უკვე გამოკვეთილია ლიდერი, რომელსაც უნდა, მეზობლები დაიპყროს და გაერთიანებული ქვეყნის იმპერატორი გახდეს. მას მიუგზავნიან მკვლელს, რომელიც უნაკლოდ ფლობს საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ იმპერატორსაც გამოუჩნდება თავისი ყოვლისშემძლე მფარველი.


„მკის დღეები“



საუკუნის დასაწყისში უკეთესი ცხოვრების ათასობით მაძიებელი დაიძრა ტეხასის ნაყოფიერი მიწებისკენ, სადაც უპრეცედენტო მოსავალი მოდიოდა. ახალმოსახლეთა შორის არიან შეყვარებულები, რომლებიც თავს და-ძმად ასაღებენ. ერთ-ერთ ფერმერს უყვარდება ეს ულამაზესი გოგონა („და“)... და საყვარლები გადაწყვეტენ, მეტად სარისკო თამაში წამოიწყონ.


„მე ვარ კუბა“



რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის ეს მხატვრული ფილმი კუბაში მიმდინარე რევოლუციური მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი შედგება რამდენიმე ნოველისგან და თითოეულ მათგანში გადმოცემულია ადამიანთა ბედი რევოლუციის პერიოდში.


„აანთე წითელი ფანარი“



ტრაგიკული ისტორია განათლებული გოგონასი, რომლის ბედისწერაცაა ჩინელი ფეოდალის მეოთხე ცოლობა 20-იან წლებში. ფილმში გადმოცემულია უსასტიკესი ტირანიის ფილოსოფია, რომელიც სცდება ჩინური ტრადიციების ჩარჩოებს.


„ორლანდო“



ახალგაზრდა არისტოკრატი ორლანდო ინგლისის დედოფლის ელიზაბეტ პირველის ყურადღებას იპყრობს. მისი სილამაზით მოხიბლული დედოფალი უბრძანებს ორლანდოს, არასოდეს დაბერდეს. ორლანდო ემორჩილება და რაღაც გაურკვეველი მექანიზმებით მუდმივად ახალგაზრდა და მომხიბვლელი რჩება 350 წლის განმავლობაში. თავიდან ის მამაკაცია, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ქალად გადაიქცევა.

საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?