5 ფილმი ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც შელამაზება არ სჭირდება

კინო

7 აგვისტო 18:00

რომანტიკული მელოდრამების მგზნებარე გრძნობები, ვნებები, ხმაურიანი აღიარებები - ეს ყველაფერი მარკეტინგული ხრიკია უბრალო, უხმაურო და ყოველდღიური სიყვარულის ფონზე, რომელიც სავსეა ერთმანეთზე ზრუნვით...

1. „რაც მათ გააჩნდათ“
What They Had, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ელიზაბეტ ჩომკო
მსახიობები: ჰილარი სუენკი, მაიკლ შენონი, რობერტ ფორსტერი



რუთი და ნორბერგი დაბერდნენ და შვილებს მათი მდგომარეობა აღელვებთ: დედა ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება და მუდმივად სახლიდან გაქცევას ცდილობს, რათა მშობლები მოძებნოს; მამამ კი უკვე მეოთხე ინფარქტი გადაიტანა. ქალ-ვაჟი ცდილობს, მოხუცებს კეთილგონიერი მოქმედებისკენ მოუწოდოს - რუთი მოხუცთა თვშესაფარში გადაიყვანონ, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ნორბერტი კი მახლობელ პანსიონატში იცხოვრებს. ოღონდ ეგაა, ქმარს ცოლთან განშორების გაგონებაც კი არ უნდა.


2. „როცა მამაკაცს უყვარს ქალი“
When a Man Loves a Woman, 1994
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ლუის მანდოკი
მსახიობები: ენდი გარსია, მეგ რაიანი, ელენ ბერსთინი



მაიკლისა და ელისის ერთი შეხედვით იდეალურ ოჯახში სერიოზული პრობლემებია. ელისი ალკოჰოლიკია, რის გამოც თავადაც იტანჯება და მისი გოგონებიც. ქმარი არასოდეს სახლში არ არის (ის პილოტია და საერთაშორისო რეისებზე დაფრინავს). ეს უბედურება მაშინ გამჟღავნდება. როცა ელისი საავადმყოფოში მოხვდება.


3. „ფორესტ გამპი“
Forrest Gump, 1994
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
მსახიობები: ტომ ჰენქსი, რობინ რაიტი, ჰარი სინიზი



დაუჯერებელი ისტორია გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანისა, რომელიც რაღაც სასწაულით ლამის ყველა ცნობილი ისტორიული მოვლენის მონაწილე ხდება.


4. „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“
SCENES FROM A MARRIAGE, 1973
ქვეყანა: შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
მსახიობები: ლივ ულმანი, ერლანდ იუსეფსონი, გუნელ ლინდბლუმი



აქ ყველაფერი მარტივადაა: იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბედნიერი წყვილი, მერე ქმარს ყველაფერი მოსწყინდა და სტუდენტთან ერთად გაიქცა, რაღაც პერიოდის შემდეგ მოიწყინა და ცოლთან დაბრუნება მოუნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი დიდხანს და დეტალურად არკვევენ ურთიერთობას. მათ საუბრებში იმდენი რამაა უნივერსალური, რომ ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს. ამასთანავე, ისინი უჩვეულო წყვილად რჩებიან - კამათისა და ჩხუბის დროსაც კი იგრძნობა ის სინაზე, რაც ამ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან აკავშირებს.


5. „ლოვინგი“
Loving, 2016
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯეფ ნიკოლსი
მსახიობები: რუთ ნეგა, ჯოელ ედგერტონი, უილ დალტონი



აშშ-ში, ვირჯინიის შტატში გასული საუკუნის 50-იან წლებში  შერეული ქორწინებები იკრძალებოდა. როცა რიჩარდმა და მილდრედმა დაქორწინება გადაწყვიტეს, მათ ვაშინგტონში მოუხდათ წასვლა ქორწინების დასარეგისტრირებლად. მაგრამ სისტემის გატეხა იოლი არ არის, მშობლიურ მხარეში მათი კავშირი კანონგარეშედ ითვლება და მათ უკანონო თანაცხოვრებისთვის პასუხისგებაში მისცემენ.

წყარო
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.