5 სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი 2020 წლის შესახებ

კინო

14 მაისი 23:00, 2020 წელი

ეს ფილმები 2000-2018 წლებშია გადაღებული... ვნახოთ, გამართლდა თუ არა პროგნოზები 2020 წლის შესახებ.

ხშირად ნაამბობი რეალისტური და მეტიც, საშიში ჩანს. 2020 წელიც რამდენიმე ასეთ ფილმში ფიგურირებს: თუკი რამდენიმე მათგანში კაცობრიობის მომავალი განწირულია, სხვა ფილმებში განვითარებული და აყვავებული მსოფლიო ჩანს. გამოცემა Time Out გვთავაზობს 5 ფილმს, სადაც 2020 წლის სხვადასხვა ვერსიებია წარმოდგენილი.


 


მომავლის ზღვარი - 2014 წელი


სულ რაღაც 6 წლის წინ დაგ ლაიმანმა გამოაცხადა, რომ სულ მალე კაცობრიობას საშინელი და პრაქტიკულად შეუჩერებელი უცხოპლანეტელები ომში ჩაითრევენ. სიუჟეტის თანახმად, 2020 წელს დედამიწელთა გაერთიანებული არმია ძლივს ახერხებს ფრონტის ხაზის გამაგრებას ათასობით დაღუპულის ფასად. ფილმში არსებული სამყაროს ნახევარი 2020 წლისთვის უკვე განადგურებულია, მაგალითად, პარიზი - ნახევრად დატბორილი.



 


ცეცხლის ძალა (2002)


უჩვეულო, პოსტაპოკალიპტურ სიუჟეტში კრისტიან ბეილისა და მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით, კაცობრიობა თითქმის განადგურებულია დრაკონების მიერ. ფილმის სამყაროში ისინი ზღაპრულ არსებებად ითვლებოდნენ მანამ, სანამ ერთხელ ადამიანებმა ერთ-ერთ მათგანს არ მიაგნეს. ეს ცეცხლოვანი არსებები მილიონობით ადამიანს გაანადგურებენ. ხალხი, რა თქმა უნდა, მზად არ იყო მოვლენების ასეთი განვითარებისათვის: გადარჩენილები ცხოვრობენ ლონდონის ნანგრევებში, რომელიც ტერმინატორთა ბნელი მომავლის პეიზაჟს ჰგავს. თავის გადასარჩენად, დრაკონებზე მონადირეებს გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევთ დამპყრობლების წინააღმდეგ.


 


წყნარი ოკეანის ტიტანები (2013)


ისევე როგორც „მომავლის ზღვარში“ აქაც, ხალხი უცხოპლანეტელებს ებრძვის: კაიჯუ, ე.წ. მონსტრები ოკეანის გულიდან ჩნდებიან. უზარმაზარი მონსტრების გამოჩენამ შეიძლება მეგაპოლისების განადგურება განაპირობოს. ამ გიგანტური და ასევე ძალიან ჭკვიანი არსებების შესაკავებლად კაცობრიობამ არანაკლებ უზარმაზარი საბრძოლო რობოტები შექმნა, რომელთა კონტროლისთვისაც შაჭიროა ორი სპეციალურად მომზადებული მფრინავი. რასაკვირველია, 2020 წელს მსგავსი არაფერი მომხდარა.



მისია მარსზე (2000)


„შეუსრულებელი მისიისა“ და „ნაიარევი სახის“ რეჟისორმა დე პალმამ იწინასწარმეტყველა, რომ 2020 წლისთვის ხალხი, ბოლოს და ბოლოს, სრულფასოვან ექსპედიციას მოაწყობდა პლანეტა მარსზე. „მისია მარსზე“ სამეცნიერო მოგზაურობა დაუჯერებელი აღმოჩენის გარშემო ტრიალებს - როგორც ჩანს, დედამიწაზე ცხოვრება სწორედ წითელ პლანეტაზე დაიბადა! მართალია, ამ საიდუმლოს გახსნა კაცობრიობას უამრავ კატასტროფულ მოვლენად და ბევრი ადამიანის დაღუპვად უჯდება.


 


მშვიდი ადგილი (2018)


ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი, რომლებიც ფილმში ოჯახურ წყვილს თამაშობენ, რეალურ ცხოვრებაშიც ცოლ-ქმარი არიან. ისინი საშინელი მონსტრებით გარშემორტყმულები ცხოვრობენ. ამ საფრთხეში თავდაცვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - საშინელი არსებები მათ თავს მხოლოდ მაშინ ესხმიან, როცა ხმაური ესმით. და თუკი მოზრდილები ჟესტების ენაზე კომუნიკაციით ცხოვრებას მიეჩვივნენ, მათი შვილები ნაკლებად ფრთხილები გამოდგებიან. (მათ ერთ-ერთ შვილს სმენადაქვეითებული მსახიობი, მილი სიმმონდსი ასრულებს). მოქმედება აქაც 2020 წელს ვითარდება.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?