ხრაშუნა ბეზე შოკოლადის კრემით

კულინარია

12 თებერვალი 12:00
60

თუ გსურთ, ოჯახის წევრები და ახლობლები თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით გააოცოთ, ამას ამ უგემრიელესი ბეზეს ტორტით მარტივად მოახერხებთ.

ტორტის ინგრედიენტები:
კვერცხი - 4 ცალი,
ლიმონის წვენი - ¼ ჩ/კ.
შაქრის პუდრა - 150 გრ.
ნიგოზი - 50 გრ.
შაქარი - 200 გრ.
რძე - 200 მლ.
კარაქი - 200 გრ.
შავი შოკოლადი - 100 გრ.
რომი - 40 მლ.

მომზადების წესი:

კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ.
ცილა ჯამში მოათავსეთ, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი დაასხით და მყარი კონსისტენციის ღრუბლის წარმოქმნამდე თქვიფეთ.

გამზადებულ ბეზეში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

ღუმლის თუნუქის ფურცელზე ცხიმწასმული კულინარიული ქაღალდი დააფინეთ. მყარი პოლიეთილენის პარკს წვერი მოაჭერით, შიგ ბეზე ჩადეთ და პარკის დახმარებით, თუნუქის ფურცელზე დასვით.
ბეზე 2 საათის განმავლობაში, 100 გრადუსზე უნდა გამოაცხოთ.

კრემის მომსამზადებლად, კვერცხის გულები რძესთან და შაქართან აურიეთ.
ჯამი ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით და განუწყვეტლივი მორევით, კრემი ადუღებამდე მიიყვანეთ.
როგორც კი წამოდუღდება, ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით და კრემი გააციეთ.

ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ათქვიფეთ.
ნელ-ნელა დაუმატეთ გაგრილებული კრემი და კიდევ კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შოკოლადი წვრილ ნატეხებად დატეხეთ და წყლის აბაზანაზე გაადნეთ.
გამდნარი შოკოლადი და რომი მომზადებულ კრემს დაუმატეთ.

გამომცხვარი ბეზეებისგან და შოკოლადის კრემისგან ააწყვეთ პირამიდას ფორმის კონსტრუქცია და 2 საათით მაცივარში შეინახეთ.
შეგიძლიათ, მზა ტორტი თქვენი გემოვნებით გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!