„ხის მორი“ - გემრიელი ტორტი ჯემით

კულინარია

15 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

თუ ცოტაოდენი ფანტაზიის უნარი გაქვთ, ამ ლამაზი და გემრიელი ტორტის მოსამზადებლად, განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:


შაქარი - 1 ჭიქა ცომისთვის, 1 ჭიქა კრემისთვის და 2 ს/კ მინანქრისთვის
კვერცხი - 3 ცალი (ცომისთვის)
ნებისმიერი უკურკო მურაბა ან თხელი ჯემი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ/კ
არაჟანი - 1 ჭიქა ცომისთვის, 500 გრ კრემისთვის და 3 ს/კ მინანქრისთვის
ფქვილი - 2 ჭიქა (ცომისთვის)
კაკაო - 3 ს/კ (მინანქრისთვის)
კარაქი - 50 გრ (მინანქრისთვის)


მომზადების წესი:


1. ღრმა ჯამში მოათავსეთ 3 კვერცხი, 1 ჭ. შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში 2-3 ჯერ არ მოიმატებს. დაუმატეთ მურაბა, არაჟანი და კიდევ რამდენიმე წუთი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ.


2. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი და ცომი დაასხით (ცომი სქელი არაჟნის სისქე უნდა იყოს). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.


3. სანამ ტორტის ფენა ცხვება, შეგიძლიათ, არაჟნის კრემი მოამზადოთ: 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა სქელი არაჟანი კარგად ათქვიფეთ, ისე, რომ შაქრის კრისტალები ბოლომდე გადნეს და ჰაეროვანი კრემი გამოვიდეს.

4. ტორტის გამომცხვარი ფენა სამ თანაბარ ზოლად გაჭერით. თითოეულს წაუსვით არაჟნის კრემი და სქელი რულეტის ფორმაზე დაახვიეთ. „ხის მორი“ რომ ლამაზი გამოვიდეს, ერთი ზოლი, დასრულებისთანავე, მეორემ უნდა გააგრძელოს. როდესაც რულეტის დახვევას დაასრულებთ, დარჩენილი კრემი ტორტს თავზე და გვერდებზე კარგად წაუსვით.

5. შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად:
3 ს/კ არაჟანი, 2 ს/კ შაქარი და 3 ს/კ კაკაო კარგად აურიეთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე დაადგით. განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. ბოლოს დაუმატეთ 50 გრ კარაქი და მინანქარი გააციეთ.

6. გაციებული მინანქარი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ და „ხის მორის“ გაფორმებას შეუდექით. შოკოლადის ზოლების დახმარებით, შეგიძლიათ, ხის გადანაჭერის იმიტაცია შექმნათ. დასრულებული ტორტი შეგიძლიათ, გამომცხვარი ბეზეს სოკოებითა და შოკოლადის ნატეხებით გააფორმოთ, ყველაფერი თქვენს მონდომებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
მზა ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?