ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
თაფლი - 1 ჭიქა (250 გრ)
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
კვერცხის გული - 4 ცალი
კარაქი - 2 ჩ/კ
დაფქული დარიჩინი - 2 ჩ/კ
სოდა - 2 ჩ/კ
ფქვილი - 5 ჭიქა (750 გრ)
მინანქარი „სოკოების“ ძირებისთვის:
კვერცხის ცილა - 2 ცალი
შაქარი - 140 გრ
ცოტა ხაშხაში (ყაყაჩო)
სოკოების „ქუდისთვის“ დაგჭირდებათ 1 ფილა შოკოლადი.
მომზადების წესი:
1. პატარა ჯამში მოათავსეთ თაფლი და შაქარი. დაბალ ცეცხლზე დაადგით და ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. ამის შემდეგ, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
2. გაგრილებულ მასას დაუმატეთ ოთხი მთლიანი კვერცხი და 4 კვერცხის გული. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კარაქი, დარიჩინი და სოდა (სოდის დამატების შემდეგ, მასა უნდა აქაფდეს). ჯამი დაბალ ცეცხლზე დაადგით და რამდენიმე წუთის განმავლობაში, განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
3. გაგრილებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ.
4. ცომი ნაწილებად გაყავით, გააბრტყელეთ და დაჭერით, შემდეგ თითების მოძრაობით გამოიყვანეთ „სოკოს“ ძირი და „ქუდი“.
5. „სოკოს“ ნაწილები ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ და წინასწარ გახურებულ გაზქურაში გამოაცხვეთ.
6. გაგრილებული „სოკოების“ ნაწილები ცხელი, გამდნარი შოკოლადით შეაერთეთ. „სოკოების“ ქვედა ნაწილის ამოსავლებად, ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილები და შაქარი, სანამ მყარი კონსისტენციის ბეზეს არ მიიღებთ. „სოკოების“ ძირები ჯერ ბეზეში, შემდეგ ხაშხაშში ამოავლეთ და გააშრეთ. „სოკოების“ თავები კი ცხელ, გამდნარ შოკოლადში ამოავლეთ.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!