საახალწლო ხრაშუნები - ადვილად მოსამზადებელი, ლამაზი და გემრიელი

კულინარია

26 ნოემბერი 12:00, 2017 წელი

შეუმჩნევლად მოგვეპარა დეკემბერი და საახალწლო ფაციფუცის დროც მოახლოვდა, ამიტომ თადარიგს დავიჭერთ და საახალწლო ნამცხვრის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ცომისთვის დაგჭირდებათ:
კარაქი - 220 გრ
შაქარი - 200 გრ
კვერცხი - 1 ცალი
ვანილის ესენცია - 1 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - ½ ჩ/კ
მარილი - ¼ ჩ/კ
ფქვილი - 450-500 გრ

მინანქრისთვის დაგჭირდებათ:
კვერცხის ცილა - 2 ცალი (60 გრ)
ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ
გაცრილი შაქრის პუდრა - 330 გრ


მომზადების წესი:


1. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ კრემის კონსისტენციის, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ვანილის ესენცია და კვერცხი.
თანდათან შეურიეთ მარილთან და გამაფხვიერებელთან არეული, გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი. შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში 30-40 წუთით შეინახეთ.

2. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და 6-7 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ. დაჭერით სასურველ ფორმებად, ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი აცხვეთ.

3. სანამ ნამცხვარი ცხვება, შეგიძლიათ, მინანქარი მოამზადოთ. ამისთვის კვერცხის ცილები და ლიმონის წვენი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ღრუბლისმაგვარ მასას არ მიიღებთ. მიქსერი მაღალ სიჩქარეზე გადართეთ და კვერცხის ცილებს ნელ-ნელა შაქრის პუდრა შეურიეთ. მინანქარი საჭირო კონსისტენციისაა თუ კოვზის ამორევის შემდეგ, მისი ზედაპირის გასწორებას რამდენიმე წამი სჭირდება.

4. მინანქარს თქვენთვის სასურველი ფერი დაუმატეთ და წვრილთავიან საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. გამომცხვარი და გაგრილებული ნამცხვრები საკუთარი სურვილით და ფანტაზიით გააფორმეთ.
თუ რამდენიმე ფერის მინანქარი გსურთ, ერთი ფერის დატანის შემდეგ გაშრობა აცადეთ და შემდეგ მეორე ფერით მოხატეთ. ნამცხვარზე მინანქრის განაწილებისას შეგიძლიათ, ხის ჩხირი გამოიყენოთ. როგორც კი მინანქარი გაშრება, ნამცხვარი მზადაა. 

შენიშვნა:
მინანქრისთვის ფერის მისაცემად, შეგიძლიათ სპეციალური საკონდიტრო საღებავი ან ნატურალური ფერები გამოიყენოთ - მაგალითად, ჭარხლის, სტაფილოს, მწვანილის და ა.შ.
ეს ნამცხვარი დიდხანს ინახება, ამიტომ შეგიძლიათ, საახალწლო სამზადისის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე გამოაცხოთ.  

გემრიელად მიირთვით!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?