ფარშის ბუდის მოსამზადებლად საჭიროა:
ფარში - 500 გრ
პური - 100 გრ
რძე - 200 მლ
ხახვი - 150 გრ
სტაფილო - 150 გრ
კვერცხი - 5 ცალი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - საჭიროებისამებრ
მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით წვრილად. სტაფილო კი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
ფარში რძეში დალბობილ პურს გადაურიეთ. დაამატეთ ხახვი, სტაფილო და 1 ცალი კვერცხი.
შემდეგ, დაუმატეთ მარილი, პილპილი და საგულდაგულოდ გადაურიეთ.
გაყავით ფარში 4 ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით „ბუდის“ ფორმა.
გადაიტანეთ „ბუდე“ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
თითოეულ ბუდეში ჩატეხეთ თითო კვერცხი, დაამატეთ ცოტაოტენი მარილი და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით.
ხომ გემრიელი გამოგივიდათ?
შენიშვნა:
ფარშის ბუდის მოსამზადებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც ძროხის, ასევე ღორის ხორცი ან შერეული ფარში.
შიგთავსად, კვერცხის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემწვარი სოკო, ყველი, ბოსტნეული.
ფარშის ბუდეს გარნირად მოუხდება კარტოფილი, ბრინჯი ან ბოსტნეულის სალათი.
გემრიელად მიირთვით!