კიევური კატლეტი - ლეგენდარული რეცეპტი!

კულინარია

25 იანვარი 12:00, 2018 წელი

კიევური კატლეტის მომზადების სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, თუმცა, მომზადების დროს მთავარია ნიუანსების გათვალისწინება, რათა კატლეტს ხრაშუნა ქერქი ჰქონდეს და წვნიანი გამოვიდეს.

საჭირო პროდუქტი:
ქათმის ფილე - 4 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 100 გრ
ზეთი - 400 გრ
საფანელი - 1 ჩ/ჭ
ოხრახუში და კამა - 2-3 ღერი
მარილი და პილპილი - გემოვნებით


კიევური კატლეტის მომზადების წესი:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანილები ან ძალიან წვრილად დაჭერით.
ცალკე ჯამში გადაურიეთ გატარებული მწვანილი კარაქთან ერთად. კარგად გადაზილეთ ერთმანეთში, მიეცით მომრგვალო ფორმა, გადაახვიეთ მწვანილიანი კარაქი ცელოფნის პარკში და მოათავსეთ საყინულეში 20-30 წუთით.


ქათმის ფილე გაჭერით შუაზე ბასრი დანით, ისე რომ შიგ გაყინული კარაქი მოათავსოთ.
ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ მარილი.
საყინულედან გამოიღეთ გაყინული კარაქი მწვანილებით,  მოაშორეთ პარკი და მოათავსეთ ფილეში.
ფილე ამოავლეთ კვერცხში და შემდეგ საფანელში. ეს პროცედურა მეორედაც გაიმეორეთ.


ღრმა ტაფა შედგით გაზქურაზე, კარგად გააცხელეთ, დაასხით ზედ ზეთი და დაიწყეთ კატლეტის შეწვა, პერიოდულად გადააბრუნეთ, სანამ არ შეწითლდება.


შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს კატლეტი მთლიანად უნდა იყოს ზეთით დაფარული.
შემწვარი კატლეტი გააფორმეთ მწვანილებით;
კიევური კატლეტისთვის გარნირად შეგიძლიათ, ხახვთან ერთად შემწვარი კარტოფილი ან კარტოფილის პიურე მოამზადოთ.


სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?