„სნიკერსი“ - ლეგენდარული ტორტის ახალი რეცეპტი!

კულინარია

25 თებერვალი 12:00, 2018 წელი

ტორტ „სნიკერსის“ უამრავი რეცეპტი არსებობს, ეს კი თავისი სიმარტივითა და შედეგით ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბისკვიტისთვის:


კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 320 გრ
ფქვილი - 320 გრ
კაკაო - 2 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
დანის წვერით ვანილი (კრისტალები)


გამომცხვარი ბეზესთვის:


კვერცხი ს ცილა - 5 ცალი
შაქრის პუდრა - 300 გრ
ხსნადი ყავა (დაფქული და არა გრანულები) – 1 ს/კ
ვანილი - დანის წვერით

კრემისთვის:


მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
კარაქი - 150 გრ
მოხალული და წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და ქიშმიში - გემოვნებით.


მომზადების წესი:


1. საშუალო ზომის ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი, ვანილი და დაახლოებით 15 წუთი თქვიფეთ, სანამ კარგად აფუვდება. თქვეფის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დაამატეთ სოდა და მიქსერი გამორთეთ. კაკაო და ფქვილი გაცერით და გოგლიმოგლს ხის კოვზის დახმარებით, ფრთხილად შეურიეთ. მრგვალ ფორმას ჩაუფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი, ცომი ჩაასხით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით.


2. კვერცხის ცილები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, რომ ბეზე სწრაფად  ამოიყვანოთ. ცილები კარგად ათქვიფეთ, რომ მყარი კონსისტენციის ღრუბლისებრი მასა მიიღოთ. შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქრის პუდრა და კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ. თქვეფის ბოლოს დაუმატეთ ყავა და ვანილი. საცხობ ქაღალდზე წაუსვით ზეთი და ბეზე ბისკვიტის ზომაზე გაანაწილეთ. აცხვეთ 110 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. ღუმელშივე გააცივეთ.

3. ოთახის ტემპერატურის კარაქი და მოხარშული, შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ.

4. შოკოლადის ბისკვიტი შუაზე გაჭერით და დანამეთ 1 ჭიქა წყლის, 1 ჭიქა შაქრისა და 1 ს/კ კონიაკის სიროფისგან (სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ და გააცივეთ) წაუსვით კრემის ნახევარი, მოაყარეთ თხილი და ქიშმიში, დაადეთ გამომცხვარი და გაგრილებული ბეზეს ფენა და კრემის მეორე ნახევარი წაუსვით. თავზე ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ და გამდნარი შოკოლადი მოასხით. თავზე დარჩენილი თხილი და ქიშმიში მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?