ბებია ემას შოკოლადის ტრიუფელი - ენის წვერზე დნება

კულინარია

4 მარტი 12:00, 2018 წელი

ვისაც ამ რეცეპტით მომზადებული ტრიუფელი გაუსინჯავს, ის დაგვიდასტურებს, რომ მსგავსი ნეტარება არ გაგისინჯავთ!

საჭირო პროდუქტი:
კარაქი - 225 გრ
შოკოლადი (კაკაო 55-70%) – 460 გრ
კვერცხი - 9 ცალი
შაქარი - 100 გრ
ლიმონის მჟავა - 0,25 ჩ/კ
კაკაო - გასაფორმებლად


23 სმ დიამეტრის ფორმა


მომზადების წესი:


1. შოკოლადი დატეხეთ და ჯამში ჩაყარეთ. დაუმატეთ კარაქი და ნელ ცეცხლზე, შეუჩერებელი მორევით გაადნეთ.
2. კვერცხის გულები მიქსერით ზუსტად 5 წუთი თქვიფეთ და შოკოლადიან მასას ფრთხილად შეურიეთ.
3. კვერცხის ცილები ლიმონმჟავასთან ერთად თქვიფეთ, სანამ ნაზ, ჰაეროვან ბეზეს არ მიიღებთ (ზედმეტად მკვრივი ბეზე სასურველი არაა). ათქვეფილი ცილები თითო კოვზობით, დაამატეთ შოკოლადიან მასაში და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით შეურიეთ.
4. 23 სმ დიამეტრის ფორმას, რომელსაც გვერდები ეხსნება, კარქი წაუსვით და ცოტაოდენი ფქვილი მოაფრქვიეთ. ჩაასხით შოკოლადის მასა ფორმაში და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. თუ უფრო დიდხანს გააჩერებთ, ცომი ზედმეტად გამოშრება და ჩვეულებრივ ბისკვიტს დაემსგავსება.
5. კარგად გაგრილებული ტრიუფელი მთელი ღამით მაცივარში უნდა დატოვოთ, რომ საჭირო კონდიციამდე მივიდეს.

ტრიუფელი მაცივრიდან სუფრასთან მიტანის წინ გამოიღეთ დაა კაკაო მოაფრქვიეთ. 

შენიშვნა:
თუ ისეთი ფორმა არ გაქვთ, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩვეულებრივ ფორმას ალუმინის ფოლგა ჩაუფინეთ, რათა ტრიუფელის ამოღება არ გაგიჭირდეთ.
ტრიუფელი შესანიშნავად ინახება საყინულეში.
ამ დესერტის დასაჭრელად გაცხელებულ დანას იყენებენ.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.