კორეულად ბადრიჯნის მოსამზადებლად საჭიროა:
ბადრიჯანი - 2 ცალი
ბულგარულ წიწაკა - 3 ცალი
ხახვი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ნიორი - 5-6 კბილი
შაქარი - 1.ჩ/კ
სოიოს სოუსი - 2 ს/კ
ძმარი 9%-იანი - 30 მლ
სეზამის მარცვლები - 1 ს/კ
მომზადების წესი:
დაჭერით ბადრიჯანი გრძლად, დაამარილეთ და დატოვეთ ნახევარი საათით.
შემდეგ, გადაიტანეთ თუშფალანგზე და დაელოდეთ მის დაწურვას.
კარგად გაწურული ბადრიჯანი შეწვით მზესუმზირის ზეთში.
მრგვლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი, გახეხილ სტაფილოსთან ერთად, გადაიტანეთ ბადრიჯნიან ტაფაზე.
შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ცოტაოდენი შაქარი, სოიოს სოუსი, ძმარი და სეზამის მარცვლები. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.
დაელოდეთ შეგრილებას და შედგით მაცივარში 2 საათით.
შენიშვნა:
ბადრიჯანს შეგიძლიათ, სურვილისამებრ, რეჰანიც დაამატოთ;
კორეულად ბადრიჯნის მოსამზადებლად ნახევარი საათი საკმარისია, თუ არ ჩავთვლით, მარილმოყრილი ბადრიჯნის გაჩერების პროცესს.
გემრიელად მიირთვით!