სამარხვო ფხალის ასორტი

კულინარია

15 თებერვალი 14:00, 2015 წელი

რესტორან „ძველი სახლის“ მზარეული, სოხუმელი ვალენტინა ჯაკონია დღეს წარმოგიდგენთ სამარხვო ფხალის ასორტს - ჭარხლის ფოთლებს, წითელ ბულგარულ წიწაკას და ბადრიჯანს ნიგვზით.


მასალა ორი პერსონისთვის:


ჭარხლის ფოთლები (ან ისპანახი) – 1 კგ


ნიგოზი - 250 გრ


საშუალო ზომის ხახვი - 1 ც


1 ც წითელი და 2 ც მწვანე ფერის ბულგარული წიწაკა


1 ც საშუალო ზომის ბადრიჯანი


ნიორი - 2 კბილი


ხმელი სუნელი - 1 ჩ/კ


ხმელი ქინძი - დაახლოებით, 1 ჩ/კ


ყვითელი ყვავილი - ½ ჩ/კ


დაფქული ზაფრანა - ½ ჩ/კ


ნახევარი კონა ქინძი


დაჭრილი ნიახური - 1 სუფრის კოვზი


ნახევარი მწვანე წიწაკა


წყალი - ნახევარი ლიტრი


ჩვეულებრივი ზეთი - 50 გრ  


დაფნის ფოთოლი - 2 ც


ძმარი - 1 სუფროს კოვზი


წითელი წიწაკა (ან დაფქული წითელი წიწაკა) - გემოვნებით


შავი მრგვალი პილპილი გემოვნებით


მარილი გემოვნებით


 


მომზადების წესი:


ჭარხლის ფოთოლებს კარგად ვრეცხავთ და ადუღებული წყლით სავსე ქვაბში დაახლოებით, 15 წუთის მანძილზე ვყრით. ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს. როცა მოიხარშება, საწურში გადმოვიტანთ და ცივ წყალში ერთხელ გავავლოთ (ფერი არ დაეკარგება). შემდეგ ვწურავთ ხელით მანამ, სანამ წვენი კარგად არ გამოუვა. ამ პროცესის შემდგომ, ჭარხლის ფოთოლი საგრძნობლად შემცირდება, საბოლოოდ კი კერძისთვის, დაახლოებით, 200 გრ კარგად გაწურული ფოთლები დაგვჭირდება. აღნიშნულ რაოდენობას დანით კარგად ვკეპავთ ხის დაფაზე (ხორცსაკეპ მანქანაში არ ვატარებთ, არომატი დაეკარგება). 


სანამ ჭარხლის ფოთლები იხარშება, პარალელურად ვამზადებთ ნიგვზის ფარშს:


ნიგოზს ორჯერ ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვს ვჭრით ძალიან წვრილად, ნიორს კარგად ვხეხავთ და ორივეს ვურევთ გატარებულ ნიგოზში. გემოვნებით ვამატებთ ხმელ სუნელს, ხმელ ქინძს, ყვითელ ყვავილს, ზაფრანას, წითელ (ან დაფქულ) წიწაკას, წვრილად დაჭრილ მწვანილებს, წვრილად დაჭრილ მწვანე წიწაკას და შემდეგ ამ ყველაფერს კარგად ვზელთ ხელით - გვერდით უნდა გვედგეს ცივი წყლით სავსე თასი, რათა შიგადაშიგ ხელი  დავისველოთ და ფარში ისე მოვზილოთ. ამ პროცესში ნიგვზის ფარშს გამოეყოფა ზეთი, რომელსაც ვასხამთ პატარა ჭურჭელში და კერძის გასაფორმებლად ვიყენებთ (დარჩენილი ნიგვზის ზეთი შეგვიძლია, შუშის ქილაში მოვათავსოთ და მაცივარში მთელი წელი შევინახოთ, არ გაფუჭდება).


გამზადებული მასალიდან ვიღებთ ერთ სუფრის კოვზ ფარშს, ვასხამთ ცოტა წყალს და კარგად ვურევთ, რომ დარბილდეს და საჭმელად მძიმე არ იყოს, თან სწორედ ამ დროს ვამატებთ მარილს გემოვნების მიხედვით. მოზელის პროცესში ნიგვზის ფარშს ფერი შეეცვლება, რაც ნორმალურია. შემდეგ ამ მზა ფარშს ვუმატებთ ცალკე გამზადებულ ჭარხლის დაკეპილ ფოთლებს და კარგად ვურევთ ხელით. ვამატებთ მცირე რაოდენობით წვრილად დაჭრილ ქინძს და ისევ კარგად ვურევთ. გამზადებულ მასას პატარა ბურთულებად ვაკეთებთ ხელით (შეგვიძლია, ბურთულები ორი სუფრის კოვზის დახმარებითაც გავაკეთოთ),  ვაწყობთ მოზრდილ თეფშზე და ვაფორმებთ ბროწეულის მარცვლებით.


 


ბულგარულ წიწაკებს თესლებისგან გავასუფთავებთ. პატარა ზომის ქვაბში ვასხამთ წყალს, ჩვეულებრივ ზეთს, ვყრით დაფნის ფოთოლს, მრგვალ პილპილს, ძმარს და ვადუღებთ. როგორც კი წამოდუღდება, მასში ვყრით უკვე გასუფთავებულ წიწაკებს და ვწალავთ (ბულგარულის მოწალვას 7 წუთი დასჭირდება, არ უნდა ჩაიხარშოს). შემდეგ ვიღებთ ქაფქირით, ვავლებთ წყალში და ვდებთ ხის დაფაზე. ერთი გვერდიდან ჩავჭრით ბოლომდე, გადავშლით და დანით (ან კოვზით) ზემოდან თხელ ფენად ვუსვამთ ოდნავ წყალში გახსნილ ნიგვზის ფარშს (წასმამდე ნიგვზის ფარშს ყოველთვის დაამატეთ სულ ცოტა წყალი). ნიგოზწასმულს ვახვევთ რულეტივით, სილამაზისთვის გვერდებს ვაჭრით და რამდენიმე ნაწილად ვჭრით. გამზადებულ და დაჭრილ ბულგარულებს ვდებთ ჭარხლის ფოთლებისგან გაკეთებული გუნდების გვერდით და ვაფორმებთ ცოტა ბროწეულის მარცვლებით.


ბადრიჯანს რამდენიმე გრძელ ფენად ვჭრით და ვწვავთ ბევრ ზეთში. როცა შეიწვება, გაციება უნდა ვაცალოთ. შემდეგ ვდებთ სათითაოდ ხის დაფაზე და ზემოდან ვუსვამთ დარჩენილი ნიგვზის ფარშს, ასევე წყალში გახსნილს. ბადრიჯანსაც ვახვევთ რულეტივით, ვდებთ უკვე გამზადებული ჭარხლის სალათის და დაჭრილი ბულგარულის გვერდით და ასევე ვაფორმებთ ბროწეულის მარცვლებით.


გამზადებულ ფხალის ასორტს ბოლოს, არომატისთვის, ძალიან მცირე რაოდენობით ნიგვზის ზეთს ვასხამთ.


შენიშვნა:


იმ შემთხვევაში, თუ ყველა საჭირო პროდუქტს წინასწარ გარეცხავთ და გაასუფთავებთ, სამარხვო ფხალის ასორტის მომზადებას, დაახლოებით, ნახევარი საათი დასჭირდება.


უნდა მიირთვათ ბევრ ზეთში ტრადიციულად და თხელ ფენად შემწვარ პატარა ზომის მჭადებთან ერთად (შეგიძლიათ, მჭადები ღუმელშიც გამოაცხოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ლანგარს ზეთი ცოტა უნდა წაუსვათ).


გემრიელად მიირთვით!..

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?