ექსკლუზიური რეცეპტი - ბლინი ორაგულით ნაღების სოუსში

კულინარია

26 თებერვალი 10:00, 2015 წელი

დღეს რესტორანი „ქალაქური“ გვმასპინძლობს, რომლის შეფ-მზარეული თამუნა კაციტაძე ექსკლუზიურად გვიმხელს მარტივი და უგემრიელესი კერძის მომზადების რეცეპტს:


ბლინი ორაგულით ნაღების სოუსში


ერთი პორცია  (4 პერსონისთვის):
კვერცხი - 2 ც
ფქვილი - 100 გრ
რძე - 150 გრ
ორაგულის ფილე - 150 გრ
ქამა სოკო - 40 გრ
წითელი ხიზილალა -20 გრ
სალათის ფოთლები - 30 გრ
არაჟანი - 30 გრ
ნაღები - 150 გრ
ჩვეულებრივი ზეთი - 20 გრ
ლიმონი - 1 ც
სოიოს სოუსი - 1 ჩ/კ
მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:


თავიდან ვაკეთებთ ბლინების მასალას:
საშუალო ზომის თასში ვასხამთ კვერცხის შიგთავსს,  რძეს, ვამატებთ ფქვილს, ცოტა მარილს და მიქსერით ვურევთ, დაახლოებით, 2-3- წუთი. ბლინის მასალა მზადაა.


სანამ ბლინების შეწვას დაიწყებთ ორაგულის ფილე  და ქამა სოკო დაჭერით პატარა თხელ ნაჭრებად.


გადავდივართ ბლინების შეწვაზე: თხელძირიან ტაფაზე ვასხამთ ცოტა ზეთს და მთელ ტაფაზე ქაღალდით ვუსვამთ. შემდეგ ვასხამთ ბლინის მასალას „კლეტკების“ ფორმით (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, თუმცა შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ბლინის ფორმა მისცეთ) და დაბალ ცეცხლზე ვაცხობთ, დაახლოებით, 2 წუთი.
ბლინი ორივე მხრიდან ზომიერად უნდა შეიწვას, რასაც 3-4  წუთი დასჭირდება.
გამომცხვარ ბლინებს ვათავსებთ დიდ თეფშზე (შეგიძლიათ, ერთმანეთზე დააწყოთ ფრთხილად).


ორაგული ნაღების სოუსში:


მაღალ ცეცხლზე ვდგამთ  სქელძირიან ტაფას, ვასხამთ ცოტა ზეთს, ცოტა მარილს და შიგნით ვყრით ორაგულის დაჭრილ ფილეს. დაახლოებით, 3 წუთი ვწვავთ (ფილე ძალიან არ უნდა გამოშრეს) და სულ ვურევთ, რათა ტაფაზე არ მიიკრას. სანამ ბოლომდე შეიწვება ვაყრით ქამა სოკოს და კიდევ 2 წუთის განმავლობაში ვწვავთ უკვე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ვასხამთ ნაღებს, არაჟანს, ვუმატებთ ხიზილალას, სოიოს სოუსს და კიდევ ცოტა ხანს ვწვავთ ერთად  (ამ ყველაფრის მომზადებას, დაახლოებით, 8-10 წუთი სჭირდება).


შემწვარ ბლინს ვდებთ დიდ თეფშზე, ბლინზე ვალაგებთ 2-3 ცალ სალათის ფოთოლს და ზედ ვასხამთ მომზადებულ  ორაგულის ფილეს (ეს შიგთავსი თვალით გაანაწილეთ ყველა ბლინისთვის), შემდეგ კი რულეტივით ვახვევთ (მსგავსი წესით ვახვევთ ყველა ბლინს). ორაგულიანად გადახვეული ბლინების რულეტებს ზემოდან ვასხამთ დარჩენილ ნაღების სოუსს. გვერდებზე მიუწყვეთ რამდენიმე ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი.


კერძი მზადაა.


შენიშვნა:


ზემოთ აღნიშნული რაოდენობის საბლინე მასალიდან 4-5 ბლინი გამოდის.
ლიმონის წვენი კერძს ზემოდან უნდა მოასხათ მირთმევის წინ.
აღნიშნული კერძის მომზადებას, დაახლოებით, 15-20 წუთი სჭირდება.


გემრიელად მიირთვით!..


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?