სოკოს სალათი 4 პერსონისთვის.
შემადგენლობა:
200 გრამი მოხარშული ქამა სოკო (შესაძლებელია სოკოს კონსერვის გამოყენებაც);
4-5 ღერი მწვანე ხახვი;
ერთი კონა კამა;
ნახევარი ჭიქა გატარებული ან წვრილად დაჭრილი ნიგოზი;
2 სუფრის კოვზი მაიონეზი;
1 ცალი მწვანე ვაშლი;
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქამა სოკოს ჩვეულებრივი წესით ვხარშავთ. შემდეგ ვაგრილებთ და ვჭრით - პატარებს შუაზე, დიდებს - ოთხ ნაწილად. მწვანე ვაშლს გაუთლელად ვჭრით წვრილ კუბიკებად. ასევე, წვრილად ვჭრით კამას და მწვანე ხახვს (თეთრი ნაწილის გარეშე), ვამატებთ ნიგოზს, მაიონეზს, მარილს, შავ პილპილს და ყველაფერს საგულდაგულოდ ვურევთ. მზა სალათი გადმოგვაქვს სალათის მწვანე ფოთლებით და ალყა-ალყა დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკით დამშვენებულ ლანგარზე და ჩვენი პიკანტური სალათიც მზადაა. გემრიელად მიირთვით.
შენიშვნები:
სალათის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 10 წუთი.
მწვანე ვაშლი აუცილებლად ხრაშუნა უნდა იყოს. რბილი და ტკბილი ჯიშის ვაშლი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება.
სალათის გასაფორმებლად, სალათის ფოთლებისა და ბულგარული წიწაკის ნაცვლად, შეიძლება, სხვა ინგრედიენტები გამოვიყენოთ. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.
გემრიელად მიირთვით!