შემადგენლობა:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 5 სუფრის კოვზი
ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
კაკაო - 1 სუფრის კოვზი
გამაფხვიერებელი - 10 გრ ან დანის წვერით სოდა
შავი შოკოლადი - 200 გრამი
კარაქი - 100 გრ.
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ.
კარგად რომ აფუმფულდება, დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ან სოდა.
ცალკე ჯამში ჩატეხეთ შავი შოკოლადი, დაუმატეთ კარაქი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.
შოკოლადი და კარაქი კარგად რომ გადნება, აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს.
შოკოლადიანი მასა შეურიეთ კვერცხიან მასას და კიდევ კარგად აურიეთ.
შემდეგ ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმებში და 180 გრადუსზე, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
გაითვალისწინეთ, რომ შოკოლადის ცომი ბოლომდე არ უნდა გამოცხვეს და ნამცხვრის გაჭრის დროს ლავასავით უნდა გადმოვიდეს.
შენიშვნა:
სასურველია, ფონდანტეს ცომი გამოცხობამდე, მინიმუმ, 2 საათით მაცივარში გააჩეროთ.
ნამცხვარს მიირთმევენ ნაყინთან ან მოხალულ ნიგოზთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.