პრემიუმბრენდები, რომელთა ყიდვა საქართველოშია შესაძლებელი

NEW

16 ოქტომბერი 14:06

ტექნოლოგიური გიგანტები მუდმივად ცდილობენ პროდუქტის დახვეწას და მის გაუმჯობესებას, რათა ადამიანის ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახადონ და პარალელურად დედამიწაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვას შეუწყონ ხელი. დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ-ხარისხის ბრენდები სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებიან.

რა არის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიური ნაწარმის მთავარი მახასიათებლები?  ენერგოეფექტურობა; ჭკვიანი ტექნოლოგიების არსებობა; მრავალფეროვანი რეჟიმები და გამძლეობა - სწორედ ამ კრიტერიუმებით ფასდება დღეს მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკა.



SHARP, Beretta, Warmhaus, Mitsubishi Electric, Midea - თითოეული ბრენდი კონკრეტული მიმართულებითაა გამორჩეულად ძლიერი.


SHARP


ის, ვინც ჭკვიან საოჯახო ტექნოლოგიებს განსაკუთრებით აფასებს, აუცილებლად ირჩევს იაპონურ ბრენდ SHARP-ს. 1912 წელს დაარსებული იაპონური ტექნიკის გიგანტი თავდაპირველად მექანიკურ ფანქრებს აწარმოებდა, საიდანაც წამოვიდა კიდეც მისი სახელი (SHARP - ბასრი). წლებთან ერთად კომპანია განვითარდა და მსოფლიოს ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა რადიოები და ტელევიზორები, დღეს კი საოჯახო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელია. ბრენდი, რომლის კრედო დღეს „გულწრფელობა და შემოქმედებაა“, 21-ე საუკუნის თანამედროვე ცხოვრების სტილს თამამად განსაზღვრავს. თანამედროვე ჭკვიანი ტექნოლოგიები და დახვეწილი დიზაინი SHARP-ის თითოეულ პროდუქტს გამოარჩევს.
SHARP-ის წამყვან ტექნიკას, რომლის შეძენაც საქართველოში არის შესაძლებელი, წარმოადგენს ვერტიკალურკამერიანი მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი „ჭკვიანი“ მანქანა და ჰაერის გამწმენდია.


 



Mitsubishi Electric


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი ტექნოლოგიების სფეროში იაპონიიდან, რომელიც ტექნიკის თითოეულმა მომხმარებელმა იცის, Mitsubishi Electric-ია. კომპანიას მყარი პოზიცია უჭირავს გათბობა/გაგრილების სისტემების მიმართულებით. Mitsubishi Electric-ის მიერ შექმნილი ძრავებითა და სხვა ტექნიკური დეტალებით დღეს უამრავი სხვა ბრენდი სარგებლობს. ამ პრემიუმ-ბრენდის უახლესი „ჭკვიანი“ კონდიციონერების შეძენა როგორც იცით, საქართველოშიცაა შესაძლებელი. კონდიციონერებს, გარდა გათბობა-გაგრილების სტანდარტული რეჟიმებისა, გააჩნია იონიზაციისა და ჰაერის გაწმენდა-დატენიანების ფუნქციებიც და, რაც მთავარია, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის: ტექნოლოგია უახლესი სენსორების მეშვეობით „გრძნობს“ თუ სად იმყოფება ადამიანი და ცივი და ცხელი ჰაერის პირდაპირ ნაკადებს არიდებს მას.


 



Warmhaus


ზამთრის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ისმება კითხვა: როგორ გავთბეთ ისე, რომ სახლში მუდმივად შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა და თან კომუნალური გადასახადების რაოდენობა ჩვენთვის ოპტიმალური იყოს?
უსაფრთხოება, ეკონომიურობა და ეფექტურობა - ეს სამი მთავარი მახასიათებელი წარმატებითაა გაერთიანებული Warmhaus-ში, რომელიც გათბობის სისტემების ბაზარზე 1996 წლიდან გაჩნდა. კომპანია ცენტრალური გათბობის ქვაბების, პანელური რადიატორებისა და მაღალი სიმძლავრის საკონდენსაციო ქვაბების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიცაა წარმოდგენილი. დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტურობით გამორჩეული თითოეული პროდუქტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობაც. მათი აბსოლუტური უსაფრთხოების გამო ექსპერტები აღნიშნული ტექნიკის აგარაკებზე გამოყენებასაც კი ურჩევენ მომხმარებელს. ბრენდის პროდუქტები გამოირჩევა ყინვაში კარგი გამძლეობით. ასევე, მის „ჭკვიან პანელს“ ბავშვებისგან ბლოკირების რეჟიმი აქვს გააქტიურებული, რაც უსაფრთხოებისა და დაცვის დამატებითი გარანტია.


Beretta



რაც შეეხება Beretta-ს, იტალიური ბრენდი 1950 წლიდან გათბობის სისტემების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე. როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, Beretta-მ სწორედ მაშინ დაიწყო ფუნქციონირება, როდესაც მსოფლიოში მთავარ გამათბობელ რესურსად ბუნებრივი აირი შეირჩა. სწორედ Beretta გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცენტრალური გათბობის ქვაბების წარმოება აქტიურად დაიწყო. ექსპერტი საცხოვრებელი სახლის გათბობის სფეროში - სწორედ ასე პოზიციონირებდა თავიდანვე კომპანია ბაზარზე. თუმცა, ტრადიციული, ბუნებრივი აირის გამათბობლების წარმოების პარალელურად კომპანია 2007 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გადადის მზის გამათბობლების სისტემაზე, რაც ტექნოლოგიების სფეროში სრულიად ახალი და ინოვაციური განაცხადია.


 


Midea
„მიდეას“ ისტორია დაიწყო ჩინეთში მას მერე, რაც He Xiangjian-მა 5000 იენით, რაც დაახლოებით 740$-ის ტოლია, ელექტროვენტილატორების წარმოება დაიწყო. გათბობისა და გაგრილების ინოვაციური და თანამედროვე სისტემები; მაცივრები, სარეცხი მანქანები და სხვადასხვა ტექნოლოგიური დანადგარები - 50-წლიანი გამოცდილების მქონე ტექნიკის გიგანტი მიდეა მსოფლიოს ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არამხოლოდ ტექნიკას, არამედ ძრავებსა და ტექნიკურ დეტალებს სთავაზობს. Forbes Global 2000-ის 2016 წლის მონაცემებით, „მიდეა“ მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ტოპ-500-შია შესული.
საოჯახო ბიზნესის მთავარი მახასიათებელი ინოვაციური მიდგომაა უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანია მსოფლიოს 190 ქვეყანაში 21 საწარმოო ხაზითა და 260 ლოგისტიკური ცენტრითაა წარმოდგენილი.
 
ამ და სხვა პრემიუმ-ბრენდების ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ტექნიკის მაღაზიათა ქსელი„გრანდ ელექტრონიქსია“. ქართველ მომხმარებელს უახლესი პრემიუმ-ხარისხის ტექნიკის შეძენა სწორედ „გრანდ ელექტრონიქსის“ ხუთ ფილიალსა დაონლაინ-მაღაზიაში შეუძლია. 

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

დებატების მასწავლებელთა სერტიფიცირება

17 ოქტომბერს 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #13) გაიმართა სკოლის მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ცერემონიალი.