ანდრეი კოლესნიკოვი: „ანის ჰაერში ასროლა ყოველ ჯერზე დიდი რისკია!“

ნიჭიერი

24 იანვარი 17:30
88

უცხოელი წყვილის ანდრეი კოლესნიკოვისა და ანი ლაპლანტის აკრობატულმა ნომერმა კომპანია „საგას“ მხარდაჭერა დაიმსახურა  და „ნიჭიერის“ ფინალისტობის შანსიც მიიღო.

ანი: ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტური მოლოდინი არ გვქონია.


ანდრეი: გულის სიღრმეში ფინალში გადასვლა ნამდვილად გვინდოდა. ორი მონაწილე რომ გამოაცხადეს, იმედი კი გაგვიცრუვდა, თუმცა მოხარულები ვართ, რომ „საგამ“ ფინალში მოხვედრის შანსი მოგვცა.


- რა საფრთხის წინაშე იდექით ნახევარფინალში შესრულებული ნომრით?
ანი:
ყველა ნაბიჯის გადადგმაზე გვიწევდა იმის გახსენება, შემდეგ რა გველოდა! თითოეული ტრიუკი დიდი რისკი იყო! ფინალში გადასასვლელად ახალი ნომერი დავდგით.
ანდრეი: ანის ჰაერში ასროლა ყოველ ჯერზე დიდი რისკია! ყოველ წამს შეიძლება, ხელიდანაც გამისხლტეს და ყველაფერი ცუდად დასრულდეს.


- ფინალში რას ჰპირდებით მაყურებელს?
ანი:
იდეა უკვე გვაქვს, თუმცა ჯერ დასრულებული არაა. გვინდა, ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავზარდოთ და საუკეთესო სანახაობა შემოგთავაზოთ.