ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ცხოვრებაში

ქორწილი
27.11.2016 22:00
778

იმ წუთს წარმოუდგენელი იყო გოგოსთვის, რომ შეიძლებოდა, რამე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომხდარიყო მის ცხოვრებაში.


დღის დედოფალია 23 წლის მარიამ ტლაშაძე.
სიძე - 23 წლის ნიკა ქუთათელაძე.

ერთმანეთი 2015 წლის 15 ივლისს გაიცნეს. იმ დილით მარიამს სადიპლომო ნაშრომის დაცვა ჰქონდა. ძალიან ნერვიულობდა, დაძაბული იყო.
ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და იმ წუთს წარმოუდგენელი იყო გოგოსთვის, რომ შეიძლებოდა რამე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომხდარიყო მის ცხოვრებაში.

საღამოს მარიამს ბავშვობის დაქალმა გამოუარა და, მის მეგობრებთან ერთად, სასეირნოდ წავიდნენ. ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ნიკა აღმოჩნდა.

ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ და მათი ურთიერთობაც ძალიან მალე განვითარდა.
ერთ თვეში უკვე სისტემატურად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალე მათი ურთიერთობა ამ ლამაზი ქორწილით დაგვირგვინდა.

ავტორი: თინათინ გოგიშვილი