დაამზადეთ ხველების საწინააღმდეგო საწუწნი აბები საკუთარი ხელით

რჩევები დიასახლისებს

6 მარტი 12:00
136

მართალია, აფთიაქებში ამგვარი აბების უამრავი სახეობა იყიდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკუთარი ხელით, ყოველგვარი ქიმიის გარეშე დამზადებულს ვერც ერთი ვერ შეედრება. მიირთვით დღეში 4-5 ასეთი კანფეტი და ხველის შესახებ დაივიწყებთ.

ინგრედიენტები:
თაფლი - 250-300 გრ.
დაფქული კოჭა (იმბირი) – 1 ჩ/კ.


მომზადების წესი:


თაფლი და კოჭა ერთმანეთში აურიეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და დაახლოებით 1,5-2 სთ. ადუღეთ.


ადუღებული თაფლი ჯამიდან რომ არ გადმოვიდეს, განუწყვეტლივ ურიეთ.


თაფლისა და კოჭას ნაზავი მანამ ადუღეთ, სანამ ლამბაქზე დაწვეთებისას არ გამაგრდება.


მოდუღებული მასა პატარა კოვზით დაასხით სწორ ზედაპირზე და სასურველი ფორმა მიეცით.


უკეთესი იქნება, თუ თაფლიან მასას ყინულის ან კანფეტების დასამზადებელ სილიკონის ფორმებში ჩაასხამთ. ფორმიდან კანფეტების ადვილად ამოღება რომ მოახერხოთ, ფორმებს წინასწარ მცენარეული ზეთი ამოუსვით.


შენიშვნა:
შეგიძლიათ, თაფლიან მასაში ნახევარი კოვზი ლიმონის წვენი ჩაუმატოთ; ბავშვებისთვის სახალისო იქნება, თუკი ამ კანფეტებს ხის ჯოხებზე წამოაცვამთ.