„ერთმა არასწორად გათვლილმა დეტალმაც კი, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს კაბის ფორმა“

საკნატუნო ამბები

16 სექტემბერი 17:00, 2016 წელი

დღეს სტუმრად  გვყავს ადამიანი,  რომელიც  ქალბატონებს, ცხოვრებაში  ყველაზე  გამორჩეულ დღეს  ულამაზებს!

სანამ  კითხვებზე გადავიდოდეთ, რამოდენიმე ფაქტი თეოს მოღვაწეობის შესახებ:
25  ჩვენება; 3000+  შეკერილი  კაბა; 1 მაღაზია; 10 თანამშრომელი; 2 პომპეზური  მიწვევა:  New-York  fashion week-ზე  და კანის ფესტივალზე;
გამოცდილება -  მსოფლიოში  ცნობილ დიზაინერებთან  მრავალწლიანი  სწავლა და 11-წლიანი  პრაქტიკა;
სტილი  - ხელნაკეთი  საქორწინო  კაბების  სინაზისა და აგრესიის  ჰარმონიული  შერწყმა, კლასიკური და  სპორტული სტილის  ოსტატური  მონაცვლეობა;
ხარისხი -  ძვირფასი  ქსოვილები, სვაროვსკის  თვლები და იდეალური კორსეტის თარგები.


- მოგესალმებით  თეო,   ციფრები  ნამდვილად  შთამბეჭდავია, მაგრამ დარწმუნებული  ვარ,  ამაში უდიდესი შრომაა ჩადებული. თუ   შეგიძლიათ,  გაიხსენოთ,  როგორ  იწყებდით  თქვენს  კარიერას?
-
მოგესალმებით, მინდა, აღვნიშნო, რომ  ბავშვობიდანვე  გამორჩეულად მიყვარდა ხატვა, რის   გამოც  გადავწყვიტე სამხატრო  აკადემიაში  ჩაბარება. აკადემიაში  ვისწავლე პროფესიონალური  ხატვა და  ტანსაცმლის  მოდელირება. შემდეგ აღმოვაჩინე ებრაელი დიზაინერი აბრაამ  ბაზელი,  რომელმაც  მაღალი  მოდის  აკადემიაში  შემასწავლა  სამოსის მოდელირება-კონსტრუირება. სწავლის დამთავრების  შემდეგ  აკადემიაშივე დავიწყე  მუშაობა, ავიყვანე 2 ჯგუფი  და  ვასწავლიდი  კერვას. განსაკუთრებით  მიზიდავდა  საქორწინო  და  საღამოს  კაბები, დიპლომიც  ამ  თემაზე  დავიცავი და 2008  წელს  გავხსენი ჩემი  პირველი საქორწინო კაბების  მაღაზია,  რომლის  სახელიც  შედგება ჩემი ინიციალებისგან “TE.O”


- ძალიან  დიდი  გამოცდილება  გაქვთ  დიზაინერული  კუთხით  და  თუ  მიგიღიათ  მონაწილეობა, როგორც  დიზაინერს,  საქართველოს  მოდის  კვირეულზე?
-
ძალიან  მინდოდა, თბილისის  მოდის  კვირეულზე  მონაწილეობის  მიღება, მაგრამ  რადგან ჩემი  პროფილით ვერ  მივიღებდი  მონაწილეობას,  გადავწყვიტე,  წელს უშუალოდ  მოდის  კვირეულისთვის  შევქმნა ტანსაცმლის  რადიკალურად განსხვავებული  და  ახალი ხაზი.  თემას „სიურპრიზად“  დავტოვებ, მაყურებელი  თავად  იხილავს და  დარწმუნებული  ვარ,  გულგრილი  არავინ  დარჩება.


- რა  პრობლემას  აწყდებით  პატარძლისთვის  კაბის  შერჩევისას?
-
პრობლემები  ნამდვილად  გვხდება.  მინდა,  რამოდენიმე  რჩევა  მივცე  ჩვენს  პატარძლებს: ლამაზი დიზაინის  მქონე  კაბა  არ  ნიშნავს  იმას,  რომ იგი  ყველას  ტანზე  იდეალურად  დაჯდება, გამომდინარე  აქედან,  ყველა  ფორმის  სხეულს  აუცილებლად ინდივიდუალურად  უნდა  მიესადაგოს  კაბის  სტილი. ამას კი  სპეციფიკური  ცოდნა  სჭირდება,  რადგან  შეიძლება, ერთმა  არასწორად  გათვლილმა  დეტალმაც  კი რადიკალურად  შეცვალოს  კაბის  ფორმა. სწორედ ამიტომ  ჩვენთან  მოსულ  თითოეულ   პატარძალთან კაბის  შერჩევის  მომენტში მიმდინარეობს  ინდივიდუალური  მუშაობა,  ვაცმევთ  რამოდენიმე  განსხვავებული  სტილის  კაბას,  რათა თავად  შეძლონ,  ნახვა, თუ  რომელი  სტილის  კაბა  გამოიყურება  იდეალურად  მათ  სხეულზე!

-
რა არის  თქვენი  დამახასიათებელი  სტილი?
- ამ  ეტაპზე  მაღაზიაში  200-მდე  სხვადასხვა  სტილის კაბაა, რომელიც  მომხმარებლის  მოთხოვნილებაზეა  გათვლილი, ხოლო  საკოლექციო  მოდელები  უშუალოდ ჩემი  ფანტაზიით იქმნება, სადაც ვიყენებ ჩემ  მიერ  დამუშავებულ  თარგებს, ვქმნი აგრესიულისა და სპორტული  სტილის  მონაცვლეობას, აგრესიული და ნაზი  ხაზების  შერწყმას, ასევე  აუცილებლად  ვიყენებ  ძვირფასს  ქსოვილებს  და  სვაროვსკის  თვლებს.


- რას  ურჩევდით  პატარძალს?
- ვურჩევდი, რომ  ასეთი  მნიშვნელოვანი  დღისთვის  კარგად  აარჩიონ  კაბის  სტილი, მოდელი, დაინტერესდნენ  ქსოვილის  ხარისხით და  გააკეთონ  ყველაფერი  იმისთვის, რომ ამ  უმნიშვნელოვანეს  დღეს  იყვნენ  შეუდარებელნი.

- თუ  არის  შესაძლებელი მოგმართონ და სად?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ  გვაქვს  საიტი Teo.ge  და facebook-გვერდი TEO WEDDING, სადაც ნებისმიერ  ადამიანს შეუძლია ჩვენი  ნამუშევრების  დათვალიერება. ასევე  მაღაზია TEO-ში, რომელიც  მდებარეობს აღმაშენებლის 81-ში, პატარძლებს  შეუძლიათ,  დაათვალიერონ  სრული  კოლექცია და მოისინჯონ  მათთვის  საინტერესო  მოდელები.








































დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?