საერთაშორისო რადიო NRJ უკვე საქართველოშია!

საკნატუნო ამბები

14 მარტი 17:30, 2017 წელი

14 მარტიდან საქართველოში მაუწყებლობას იწყებს საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგური NRJ! ფრანგული ბრენდის ოფიციალური გვერდის რუკაზე დღეიდან საქართველო  მსოფლიოს მე-14 ქვეყნად ჩაემატება.

გიორგი შარაშიძე, რადიო NRJ  საქართველოს დამფუძნებელი:
„მოლაპარაკებები NRJ-ის ცენტრალურ ოფისთან, რომელიც პარიზში მდებარეობს, ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ისეთი დიდი ბაზრების შემდეგ, როგორიცაა საფრანგეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთი, მათთვის საქართველოში შემოსვლა თავდაპირველად არ იყო მიმზიდველი, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში დავარწმუნეთ, რომ საქართველოს ბაზარი, მიუხედავად სიმცირისა, მზარდია და საინტერესო. საბოლოოდ, ხელი მოვაწერეთ ექსკლუზიურ სალიცენზიო ხელშეკრულებას ხუთწლიანი ვადით... ევროპული სტანდარტის რადიოს მაუწყებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში რადიობიზნესის განვითარებას. რადიო NRJ ეფექტური პლატფორმა იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბრენდების რეკლამირებისთვის. ტრადიციული რადიომაუწყებლობის გარდა, რადიო NRJ მსმენელს შეთავაზებს უპრეცედენტოდ აქტიურ მხარდაჭერას სოციალურ მედიაში. განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება ვიდეო ქონთენთი.“

რადიო NRJ თავის სეგმენტში (მუსიკა: უახლესი ჰიტები, აუდიტორია: 20-40), ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია საფრანგეთში, რომელიც მსოფლიოს 14 ქვეყანაში მაუწყებლობს - საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე – საქართველო!

რადიო NRJ-ის თბილისის სტუდია მდებარეობს დოლიძის ქუჩა #2-ში „რადიო კაფეში“, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია რადიო და კაფე, რომლის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და მაყურებლის რანგში დაესწრონ რადიოშოუებს.    
რადიო NRJ-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.

რადიო NRJ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩიაა, რომელიც ასევე წაიყვანს საავტორო გადაცემას ღამის ეთერში.   
რადიოს წამყვანებს მენეჯმენტი კონკურსის წესით შეარჩევს.
რადიო NRJ-ის ფეისბუქგვერდის მისამართია - facebook.com/NRJGeorgia

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?