„HUNTER”-ი აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს: თვლების დაყენების კუთხეების შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები, სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები.
დღეიდან შეგიძლიათ, „თეგეტა მოტორსში“ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2-წლიანი გარანტიით.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია, მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.