ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტი სტარტს იღებს

საკნატუნო ამბები

7 აპრილი 17:15, 2017 წელი

8 აპრილიდან, თბილისი მოლში, ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტი განთავსდება და დაინტერესებულ ადამიანებს გაუწევს უფასო კონსულტაციას ქრონიკული ვენური დაავადებების განვითარებისა და მისი პროგრესირების რისკის შესახებ, გააცნობს პრევენციის მექანიზმებსა და გაუზიარებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია დაავადების თავიდან აცილების მიზნით. 

ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტში განთავსდება დოპლერის კაბინეტი, რაც პაციენტების სრულფასოვანი გამოკვლევის საშუალებას იძლევა.


კამპანია საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ეგიდით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქრონიკული ვენური დაავადებების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მკურნალობის ხელშეწყობას.


„ხშირად მიიჩნევენ, რომ ქრონიკული ვენური დაავადება გამოხატული უნდა იყოს  გაგანიერებული ან ვარიკოზული ვენებით. ეს მცდარი მოსაზრებაა. ვენური ტკივილები საწყის სტადიაზე ხილული ნიშნების გარეშე, ქვედა კიდურებში დისკომფორტის შეგრძნებით იჩენს თავს და მას აუცილებლად სჭირდება ამ სტადიაზევე მკურნალობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა. ექიმის გარეშეც შესაძლებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს - ეს არის ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და მედიკამენტური მკურნალობა“, - აცხადებს ზაზა ლაზარაშვილი, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზინდენტი.


აქცია „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში, 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყოველ შაბათ-კვირას (15-16 აპრილის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე,  ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტში მისული პაციენტები უფასო კონსულტაციით ისარგებლებენ.


ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძირითადი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, სიმძიმე და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს თავს. სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 8 ადამიანს გამოხატული აქვს ქრონიკული დაავადების ესა თუ ის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ, მამაკაცებიც საკმაოდ ხშირად ავადდებიან.


ქრონიკული ვენური დაავადების რისკჯგუფში არიან ადამიანები გენეტიკური პრობლემებითა და ჭარბი წონით, მშობიარობით (განსაკუთრებით 2-ზე მეტი), სპორტსმენები გარკვეულ სპორტულ სახეობებში და დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა, პროფესიიდან გამომდინარე.


ვენების სასწრაფო დახმარება მობილური პროექტია, რომელმაც სტარტი 2016 წელს აიღო და 3000-მდე დაინტერესებულ ადამიანს გაუწია უფასო კონსულტაცია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?