რატომ უნდა მივირთვათ გაღივებული ნიორი (4 ფოტო)

საკნატუნო ამბები

17 აპრილი 09:00
87

ალბათ, ხშირად გვერდი აგივლიათ ნივრისთვის, როდესაც ის გაღივებული გინახავთ. დღეს გაღივებული ნივრის სასარგებლო თვისებებს გაგაცნობთ, რის შემდეგაც მის მიღებაზე უარს არასდროს იტყვით.

გაზრდის პროცესში ნიორში ჩნდება ახალი ძლიერმოქმედი ფერმენტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას შესანიშნავად ებრძვის. თუკი გემოვნებაზე ვისაუბრებთ, გაღივებული ნივრის მწვანე ღეროები უფრო ცხარე და არომატულია.

  • დღეში 1 კბილი გაღივებული ნივრის ჭამა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და ვირუსული დაავადებები აწუხებს.

  • ნივრისგან სხვადასხვა ნაყენი მზადდება, რომელსაც სისხლძარღვების გასაწმენდად და გულის მუშაობის ნორმალიზებისთვის იყენებენ. აი, გაღივებული ნიორი ამ შემთხვევაში იდეალურია. მას არ სჭირდება წინასწარ დასველება, დაყენება ან ორთქლზე მომზადება - პირდაპირ აიღეთ და მიირთვით.

  • ექიმები გაღივებული ნივრის ჭამას გვირჩევენ ინსულტისა და თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილების პროფილაქტიკისთვის. მისი მიღება, ასევე, იდეალურია მოწამვლისა და დიარეის დროს.

  • გაღივებული ნიორი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნას და ორგანიზმს კანცეროგენებისგან ასუფთავებს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები უჯრედების ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

წყარო: korysno.pro