ჯინსი ელვა შესაკრავით უკანალზე - დემნა გვასალიასა და Levis-ის კრეატიული პროვოკაცია!

საკნატუნო ამბები

21 აპრილი 13:01
1681

„დარწმუნებული ვარ, როცა ლევი სტრაუსმა 1873 წელს ჯინსი გამოიგონა, ასეთ რამეს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა“, - წერს Bazaar-ის მიმომხილველი. მართლაც, ამ ახალმა მოდელმა მოდის სამყარო ნამდვილად შოკში ჩააგდო... „ჯინსების სამყაროს აპოკალიფსი დაიწყო“, „საეჭვო ტერიტორიაზე შევაბიჯეთ“ - მსგავსი შეფასებები უკვე გაჩნდა...

დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ, მოდის მიმდევრები ყოველ ახალ სეზონზე გააოცონ. ხანდახან სიახლე კარგად დავიწყებული ძველი ტრენდია, მაგრამ ნამდვილი გარღვევებიც ხდება!


რამდენი ჯინსის შარვალი გაქვთ გარდერობში? თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჯინსს, რომელსაც ელვა შესაკრავი უკანალზე აქვს, თქვენს გარდერობში ნამდვილად ვერ იპოვით!


ჯინსის ეს ახალი მოდელი ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ დაარსებული მოდის სახლის, ორიგინალური Vetements-ისა და ლეგენდარული Levis-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
Vetements ყოველთვის გამოირჩევა კრეატიული პროვოკაციებით და ბრენდის ჩვენებებს მოდის სამყარო ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება. 


 


თქვენ როგორ შეაფასებთ ამ სიახლეს?

წყარო: ezhewika.com