წარმოიდგინეთ ფიტნეს-ცენტრი, სადაც ვარჯიშის შემდეგ, დაახლოებით, 45 წუთი შეგიძლიათ დაიძინოთ, თანაც იდეალურ გარემოში. ნუ გაგეცინებათ, ამგვარ მომსახურებას მომხმარებლებს დიდი ბრიტანეთის ფიტნეს-ცენტრი სთავაზობს. კვლევის თანახმად, დღის განმავლობაში 45-წუთიანი ძილი ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, აუმჯობესებს განწყობას და, ასევე, წვავს კალორიებს. ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, დღის ძილი სწავლის უნარს აუმჯობესებს.