ზამთრის პერიოდში, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, რამოდენიმე წუთით უნდა ჩართოთ კონდიციონერი, რაც მისი გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. ზაფხულის დადგომისას მძღოლების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ მიმართავს სერვისს, როდესაც ავტომობილში კონდიციონერი გამართულად არ ფუნქციონირებს.
შეიძლება, კონდიციონერმა უზრუნველყოს გაგრილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. შესაძლებელია, კონდიციონერი გამართულად მუშაობდეს, თუმცა უსიამოვნო სუნი მაინც თან სდევდეს, რაც კონდიციონერის ჰაერის სისტემაში თვეობით დაგროვებული მტვრის, მიკრობებისა და ბაქტერიების ბრალია.
ეს ყველაფერი შეიძლება მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს, ვინაიდან პირდაპირ ჩვენს ფილტვებში ხვდება.
ამიტომ სანამ კონდიციონერის გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებელია მისი ჰაერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით.
„თეგეტა მოტორსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ავტომობილის კონდიციონერის საჰაერო სისტემის წმენდისა და იონიზაციის უახლესი აპარატურა და ხსნარები შემოიტანა.
კონდიციონერის საჰაერო სისტემის წმენდა მეტად რთული პროცესია და აუცილებელია, ეს მხოლოდ პროფესიონალებს ვანდოთ.
„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში თქვენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოგემსახურებიან. „იონიზაცია“ სასურველია, 6 თვეში ერთხელ ან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ, რათა ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №5.