„ფოტოს მიღმა“ დამალული ამბები (6 ფოტო)

საკნატუნო ამბები

11 ივნისი 16:00, 2017 წელი

ფოტოხელოვანმა ტიმ მენტოანიმ თავისი საინტერესო და სასარგებლო პროექტი  „Behing Photographs“ / „ფოტოს მიღმა“ 2006 წელს წამოიწყო. ის აღბეჭდავს გენიალურ ფოტოგრაფებს თავიანთი ცნობილი ფოტოებით ხელში. თუ კი აქამდე მსოფლიო მხოლოდ მათ ფოტოებს იცნობდა, ახლა გვაქვს საშუალება, ვნახოთ ავტორებიც და წავიკითხოთ პატარა ისტორიები იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ კონკრეტული ისტორიული კადრის გადაღების მომენტში. 

„პოექტისთვის უძველესი და უიშვიათესი კამერა Polaroid გამოვიყენე. ამან განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ფოტოებს, - ამბობს მენტოანი, - ჩვეულებრივი ფოტოაპარატით რომ გადამეღო, დარწმუნებული ვარ, მსგავსი დონის პროექტი არ გამოვიდოდა. თავად ფოტოგრაფებიც იყვნენ დაინტერესებულნი და ფოტოსესიები საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ჩავატარეთ. მართალია, Polaroid-ით გადაღება გაცილებით რთული იყო, მაგრამ ეს ამად ღირდა“.

  • ფილ შტიორნი და მერილინ მონრო

    მეორე მსოფლიო ომის დროს ფილ შტიორნი ჩრდილოეთ აფრიკაში რეინჯერთა ამერიკულ სამხედრო სამსახურში მსახურობდა და იმ პერიოდში მისი გადაღებული ფოტოებით გახდა ცნობილი. მას, ასევე, ჰოლივუდელი ვარსკვლავების ფოტოკოლექცია ჰქონდა. იყო სინატრას პირადი ფოტოგრაფი, გადაიღო ჯონ კენედის ინაუგურაცია. ფილ შტიორნი: „არა, მე არ ვიცი, თუ რაზე ფიქრობდა ის მაშინ“.


  • ჰარი ბენსონი და „ბითლზი“

    გაზეთზე მუშაობის დროს, ჰარი ბენსონი აფრიკაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა, ის გამოიძახეს და უთხრეს: „მიემგზავრებით პარიზში“. მაშინ „ბითლზი“ ახალი გამოჩენილი იყო პრესაში. საღამოს, ჰარიმ, სასტუმროში „ბითლზის“ ბიჭებს სთხოვა ბალიშებით „ეჩხუბათ“, რაზეც ლენონმა უპასუხა, რომ ეს სულელური იდეაა. ამით საუბარი დასრულდა... იქამდე, სანამ ჯონმა პოლს უკნიდან ბალიშები არ დაუშინა... „აი, ასე დაიწყო ეს ყველაფერი“.


  • ჰოვარდ ბინგჰემი, ნელსონ მანდელა და მუჰამედ ალი.

    ჰოვარდ ბინგჰემმა კარიერა იმით დაიწყო, რომ ფოტოგრაფიის კურსზე გამოცდები ვერ ჩააბარა. თუმცა, ამით ის არ განაწყენებულა, მივიდა ადგილობრივ ფოტოგრაფთან და დახმარება სთხოვა. შემდეგ კი ის სამსახურშიც აიყვანეს. 1962 წელს ახალგაზრდა მოკრივეს დაუმეგობრდა, რომელსაც მუჰამედ ალს უწოდებდნენ. ჰოვარდი მისი პირადი ფოტოგრაფი გახდა და მათ ერთად იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო. ბინგჰემმა მისი ყველა მომენტი აღბეჭდა და ისინი დღემდე მეგობრობენ (ცოცხლები არიან ნეტა?).


  • ელიოტ ერვიტი და წყვილი ძაღლით.

    ელიოტ ერვიტი საფრანგეთში დაიბადა, მოგვიანებით კი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო მისი კარიერა ფოტოგრაფიაში, რისი დახმარებითაც ის ცნობილი გახდა როგორ „სამზარეულოს დებატები“. მასზე აღბეჭდილები არიან ხრუშჩოვი და ნიკსონი, რომლებიც 1959 წელს, Westinghouse-ის მაცივართან კამათობდნენ. ერვიტი მის თაობაში ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად მიიჩნევა: „ეს ფოტო ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯში გადავიღე, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში“, - იხსენებს ერვიტი.


  • გრეგ გორმანი და ენდი უორჰოლი.

    გრეგ გორმანი ცნობილი ადამიანების პორტრეტების გადაღებით ცნობილია. „ენდიმ დამირეკა და დაინტერესდა, ხომ არ ისურვებდა რომელიმე ცნობილი კომპანია მის მზის სათვალის რეკლამაში გადაღებას. მეც ჩავატარე ფოტოსესია. პირველად ეს რეკლამა ენდი უორჰოლის ჟურნალში გაჩნდა - ინტერვიუ. საოცარი დამთხვევაა!“, - იცინის გრეგი.


  • ალფრედ ვერტჰაიმერი და ელვის პრესლი გოგოსთან.

    1956 წელს ფოტოგრაფ ალფრედ ვერჰაიმერს არავინ იცნობდა. მას მისცეს დავალება გადაეღო ახალი მუსიკოსი, რომლის შესახებ არასდროს არაფერი სმენია. როდესაც ელვისი კულისებში მეგობართან საუბრობდა, ალფრედს ჟურნალისტურმა ინსტიქტმა უბიძგა და მან საუბარში, საკმაოდ ინტიმურ სიტუაციაში ჩარევა გარისკა. გოგონა: „ელვის, დავნაძლევდეთ, რომ ვერ მაკოცებ“, და ენა გამოუყო. „დავნაძლევდეთ, გაკოცებ“, - უთხრა ელვისმა საკმაოდ მამაკაური მანევრით და... აკოცა.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?