ამოირჩიე სავარცხელი და გაიგე, რით განსხვავდები სხვა ქალებისგან

საკნატუნო ამბები

7 ივლისი 16:00, 2017 წელი

ამბობენ, ქალის ხასიათის ამოცნობა იმ ნივთებითაც შეიძლება, რომლებსაც სისტემატურად მოიხმარს. აარჩიეთ ის სავარცხელი, რომლითაც სარგებლობთ და წაიკითხეთ თქვენი ფარული თვისებების შესახებ.

1. ქალური და ნაზი
მამაკაცებისთვის შთაგონების წყარო ხართ. თქვენი მოკრძალებულობით, ღიმილით, წყნარი საუბრითა და კარგი მანერებით ირგვლივმყოფებს აჯადოებთ. არ გიყვართ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და კამათი. საოფისე სამუშაო თქვენთვის არ არის. თქვენთვის უფრო შესაფერისია ხელოვნება, პატარებთან მუშაობა და ქველმოქმედება.

2. მკაცრი და პრინციპული
არასდროს არიდებთ თავს კითხვაზე პასუხის გაცემას. საკუთარ პოზიციას ყოველთვის ბოლომდე იცავთ. ადეკვატურად აფასებთ ნებისმიერ სიტუაციას და ჯანსაღ გადაწყვეტილებებს იღებთ, ამიტომ თქვენთან მეგობრობა ძალიან კომფორტულია. მამაკაცებთან თანაბარ სიმაღლეზე გიჭირავთ თავი. არ გიყვართ საკუთარი სისუსტის ჩვენება. დამოუკიდებელი და სრულყოფილი ხართ.

3. მარტივი და კეთილი
სხვა ქალებისგან სიკეთით და გულახდილობით გამოირჩევით. შესაძლოა, ვიღაცები უბრალო ქალად მიგიჩნევენ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, მათთან შედარებით ღრმა და ნათელი სულის პატრონი ხართ. თქვენ ყველაზე ბრძენი ქალი ხართ. არასდროს იმახსოვრებთ წყენას და ნეგატიური ემოციებისგანაც მალე თავისუფლდებით. ამის წყალობით კი თქვენ ირგვლივ მუდამ ჰარმონია და სიმშვიდეა. საუკეთესო დიასახლისი და დედა ხართ.  

4. მინიმალისტი
თქვენთვის მთავარია იდეალური წესრიგი ყველაფერში - ოთახშიც, სამსახურშიც, თავშიც. არასდროს ფლანგავთ ფულს უაზრო ნივთებზე. საკუთარ შემოსავალს იდეალურად განაგებთ. მოგზაურობა, განათლება, ჯანმრთელობა - ამაში არასდროს დაინანებთ თანხებს. ირგვლივ არასდროს გყავთ შემთხვევითი ადამიანები. ცხოვრების თანამგზავრსაც სკრუპულოზურად არჩევთ. თქვენო დევიზია „არაფერი ზედმეტი“. თქვენს გარდერობში მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პრაქტიკული სამოსია.

5. ავანტიურისტი
ადვილად იპყრობთ მწვერვალებს და გიყვართ თავისუფლება. ერთი და იგივე მალე გბეზრდებათ, ამიტომ გიყვართ ცვლილებები, საკუთარ თავზე ექსპერიმენტები, ბინაში ავეჯის გადაადგილება, ახალი მეგობრების გაჩენა, სამსახურის შეცვლა. კონკრეტულ მოვლენებზე წარმოდგენებიც, ასევე, მალ-მალე გეცვლებათ. ადამიანებს უჭირთ თქვენს ხასიათთან შეჩვევა, ამიტომ თქვენ გვერდით მხოლოდ ერთგული მეგობრები რჩებიან. ამის პარალელურად, თქვენ სიკეთეს ასხივებთ და მუდამ მზად ხართ გაჭირვებულის დასახმარებლად. 

6. კონსერვატორი ქალი
თქვენთვის სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. თავდაჯერებული ხართ, საკუთარი შეხედულებებისა და გემოვნების ერთგული. ცვლილება და სიახლე თქვენში სტრესს იწვევს. მეგობრებმაც იციან, რომ კომფორტის ზონიდან თქვენი გამოყვანა ძალიან რთულია. გირჩევთ, თქვენს ცხოვრებაში ზოგჯერ მაინც შეუშვათ რაღაც უჩვეულო და ახალი ისეთი მიმართულებით, როგორიცაა თქვენი იმიჯი, საყოფაცხოვრებო ჩვევები, სასიყვარულო ურთიერთობა. გაიმრავალფეროვნეთ რუტინა ახალი შეგრძნებებით.

7. ბიზნესლედი
გიყვართ, როცა ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშ არის. ამიტომაც გიჭირავთ ხელმძღვანელის პოსტი და ოჯახშიც თქვენ იძლევით მითითებებს. ის ძლიერი ენერგია, რომლითაც ცხოვრების გზაზე მიაბიჯებთ, ხალხს აფრთხობს. თქვენთან ურთიერთობა ცოტა რთულია. ამიტომ ცოტა მეგობარი გყავთ და ისინიც - თქვენი მსგავსი ტიპაჟები. ყოველთვის ელეგანტურად და თანამედროვედ გაცვიათ. პირად ცხოვრებაზე არასდროს გყოფნით დრო, ამიტომ ხშირად მარტო ხართ. თქვენი სტილის ქალებს პარტნიორის მიმართ სერიოზული მოთხოვნები აქვთ, ამიტომ სიყვარულს უკვე მოწიფულ ასაკში პოულობენ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?