მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტობუსი

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 16:00
1540

ის ჩვეულებრივი ტურისტული ლაინერივით გამოიყურება - არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რეალურად მგზავრი თითქმის ტანკში ზის - Merkavim Mars Defender ისრაელური ტურისტული ჯავშნოსანია, რომელიც სამოქალაქო ავტობუსად არის შენიღბული.

Mars Defender მსოფლიოში ყველაზე დაცულ ავტობუსად მიიჩნევა. ის საიმედოდ იცავს მგზავრებს 7,62 კალიბრის ტყვიების, ყუმბარებისა და ნაღმებისგან და ამავდროულად ჩვეულებრივ ტურისტულ ავტობუსად რჩება. მისი მეშვეობით ისრაელის სტუმრები სახიფათო მარშრუტებით შეძლებენ გადაადგილებას.




ავტობუსი 2015 წლის აპრილში რიო-დე-ჟანეიროში, გამოფენა LAAD Defence & Security-ზე წარადგინეს. ის კომპანია  Merkavim-მა Volvo 6x2-ის შასიზე ააგო. მას 53 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ავტობუსის მთელი ზედაპირი შეჯავშნილია. რვავე საბურავი Runflate-ს ტექნოლოგიით არის შესრულებული, ანუ მას საბურავის გახვრეტის შემთხვევაშიც შეუძლია გადაადგილება.


 



კომპანია მსურველს რამდენიმე კომპლექტაციას სთავაზობს. ტურისტულის გარდა, არის VIP-ავტობუსი და დაცული სამეთაურო პუნქტი ანტიტერორისტული ოპერაციისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს Defender-ის პირველი თაობა არ არის -  ჯავშნიან ტურისტულ ავტობუსებს  Merkavim ადრეც აგებდა.


 


გარეგნულად Mars Defender-ის Merkavim Mars-ის ჩვეულებრივი ავტობუსისგან გარჩევა შეუძლებელია.


წყარო: popmech.ru