ითამაშე ბადმინტონი Chanel-თან ერთად
Chanel-ის 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პრეკოლექციაში ლუქს კლასის სპორტულ საქონელსაც აღმოაჩენთ. აქ არის პლაჟის ჩოგნები, სერფინგის დაფა და ბუმერანგიც კი, რომელმაც ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია.
Dolce & Gabbana-ს წვენსაწური
Dolce & Gabbana-სთვის კომპანია Smeg-თან ერთად მაცივრების წარმოება იღბლიანი ჩანაფიქრი გამოდგა. ახალ სეზონში მან საყოფაცხოვრებო ტექნიკის იტალიურ გიგანტთან თანამშრომლობა გააგრძელა. მალე თქვენ შეგეძლებათ Dolce & Gabbana-სა და Smeg-ის ტოსტერებისა და ყავის მანქანების შეძენა.
Gucci - მოიშორე სტრესი
2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის Gucci-ის კოლექცია უცნაური გადაწყვეტებით არის აღსავსე. თუნდაც ეს მარაო რად ღირს, რომელსაც ბამბუკის ტარი აქვს.
გაცურე Miu Miu-სთან ერთად
სამოდელო სახლი Miu Miu საცურაო კოსტიუმების შექმნისას ვინტაჟურ სტილს მიმართა. მათ ბოლო კოლექციაში თქვენ ტყავის ფერად საცურაო ქუდებსაც აღმოაჩენთ. აუზში ან პლაჟზე შეუმჩნეველი არ დარჩებით.
Bella Freud-ს ლუქს-ასანთი
Bella Freud-ის ასანთს, რომელიც ელეგანტურ შეკვრაშია მოთავსებული, ამ მარკისთვის სიმბოლური ციფრები - 1970 ამშვენებს. ის სრულებითაც არ ჰგავს იმ ასანთებს, რომელთა ნახვასაც ქურის ანდა ბუხრის გვერდით მიეჩვიეთ.
Hermès - თავშალი საკიდიდან იწყება
ნამდვილი კოლექციონერებისთვის... მოდის სახლმა Hermès-მა, რომლის სავიზიტო ბარათად დიდი ხანია, ლამაზი თავშლები იქცა, მოიფიქრა, როგორ შეიძლება, თქვენს სტუმრებს საკუთარი შენაძენი აჩვენოთ. თანაც ისე, რომ არ დააზიანოთ.