რეცხვის 5 საიდუმლო ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს თანამშრომლებისგან (5 ფოტო)

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 09:00
1541

გაითვალისწინეთ მათი რჩევები და თქვენს სამოსსა თუ თეთრეულს იდეალური ფორმა დიდხანს შეუნარჩუნდება.

  

  • სარეცხი მანქანის დატვირთვა

    იდეალური ვარიანტია, თუკი სარეცხ მანქანას 80%-ით დატვირთავთ. თუკი სარეცხი მანქანა გადაიტვირთება, სარეცხი საჭიროებისამებრ არ გაირეცხება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ, როდესაც სარეცხ მანქანაში ცოტა სარეცხს მოათავსებთ, სამოსი მალე გაფუჭდება, მასზე მექანიკური ზემოქმედებიდან გამომდინარე.


  • წყლის ტემპერატურა

    40-60 გრადუსი ოპტიმალურ ტემპერატურად მიიჩნევა იმისთვის, რომ სარეცხს ჭუჭყი მოშორდეს და მისი დეზინფიცირება მოხდეს. ცივ წყალში რეცხვა ბაქტერიებს არ ანადგურებს, ხოლო ზედმეტად ცხელი წყალი ქსოვილს აზიანებს. ასე რომ, შეარჩიეთ წყლის ოპტიმალური ტემპერატურა.


  • სარეცხი საშუალებები

    სპეციალური კონდიციონერების ნაცვლად სასტუმროს დიასახლისები თეთრ ძმარს იყენებენ. სარეცხის გასავლებად დაამატეთ მანქანაში 100 მლ თეთრი ძმარი. შედეგად, თქვენი თეთრეული დარბილდება და მასზე ფხვნილის კვალიც არ დარჩება.


  • ლაქებთან ბრძოლა

    ცხიმის ლაქების ამოსაყვანად დააყარეთ ქსოვილს შაქრის შემცვლელი ან სახამებელი, შემდეგ კი, უბრალოდ, გარეცხეთ.

    ტომატის ლაქის ამოსაყვანად პრეპარატი WD-40 (ლაქების საწინააღმდეგო სპეციალური აეროზოლი, რომელიც სავაჭრო ქსელებში იყიდება) გამოიყენეთ. მიასხურეთ ლაქას და დატოვეთ 5-10 წუთი, შემდეგ კი გარეცხეთ ცივ წყალში.

    თეთრ სამოსზე ოფლის ლაქების ამოსაყვანად ისარგებლეთ რეცხვის ყოველდღიური რეჟიმით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ წყლის ტემპერატურის 40 გრადუსზე დაყენება, შემდეგ კი სარეცხი მანქანა დააყენეთ თეთრი ქსოვილის რეცხვის რეჟიმზე (თუ აქვს) და განაგრძეთ რეცხვა.

    ყავისა და ღვინის ლაქების ამოყვანაში მარილი დაგეხმარებათ. გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალში, ჩაალბეთ მარილიან წყალში ტანისამოსი და გარეცხეთ.

    მოყვითალო ლაქების მოსაშორებლად შეგიძლიათ სოდითაც ისარგებლოთ: დაამატეთ ნახევარი ჭიქა (საშუალო ზომის) სოდა სარეცხ ფხვნილს და გარეცხეთ ტანსაცმელი ცხელ წყალში.


  • გაშრობა

    ექსპერტები გვირჩევენ, სარეცხი შეძლებისდაგვარად ჰაერზე, მზის სხივებზე გავაშროთ. თუკი იძულებული ხართ, საშრობი გამოიყენოთ, საშრობის ბარაბანში მოათავსეთ ჩოგბურთის ბურთი, რათა თეთრეული უფრო ფუმფულა გახდეს.


წყარო: adme.ru