SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საკნატუნო ამბები

9 აგვისტო 11:02, 2017 წელი

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარმოების ხაზის, ე.გ „Private Label”-ის განვითარებას გეგმავს.

ამჟამად ქართულ სპარში, სპარის გლობალური ქსელიდან, დაახლოებით, 350-მდე ბესთსელერი სპარის პროდუქტია წარმოდგენილი და როგორც „სპარ საქართველოს“ მენეჯმენტში განმარტავენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპარი, აგრეთვე, ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას და თავის ქსელში წარმოდგენილ ქართული პროდუქტების მცირე მეწარმე მომწოდებლებს საკუთარი ბრენდის წარმოების ხაზის საერთაშორისო გამოცდილებასა და დაგროვილ მრავალწლიან ცოდნას უზიარებს.

„სპარის მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ყველა საფასო სეგმენტის მომხმარებელზე. ჩვენ ვართ უბნის ტიპის მაღაზიათა ქსელი, რომელიც თანამედროვე, კომფორტზე ორიენტირებულ მომხმარებელს სახლთან ახლოს  ყოველდღიური შოპინგის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს,“ - აცხადებენ სპარის მენეჯმენტში.

ფუნთუშეულობა, პური, სალათები, ფრი, ცივი და ცხელი კერძები, ნამცხვრები, ტორტები, ყავა, ჩაი, მაკარონი, შოკოლადი და სხვა 350-მდე ევროპაში ყველაზე კარგად გაყიდვადი სპარის პროდუქტი დღეს უკვე საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. სპარის კონცეფცია განსხვავდება ბაზარზე არსებული ტიპიური უბნის ტიპის მაღაზიების ქსელისგან იმით, რომ თანამედროვე მომხმარებელს, რომელიც დროის სწორ მართვაზე და პროდუქტების ხარისხზეა ორიენტირებული, მარკეტშივე, მომხმარებლის თვალწინ დამზადებულ იტალიურ პიცას, ფრანგულ კრეპს, თონის პურს და სხვა მზა კერძს სთავაზობს. მომხმარებელს სპარის მიერ წარმოებული პროდუქტების დაგემოვნება მარკეტშივე შეუძლია სპარის სწრაფი კვების ზონაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?