ფსიქოლოგების მტკიცებით, არსებობს გარკვეული შაბლონური ქცევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ურთიერთობა ჩიხში შევიდა ან თავიდანვე არასერიოზული იყო. მეტიც, მათ პირდაპირ დაასახელეს ფრაზები, რომლებიც ურთიერთობის რღვევაზე მიგვითითებს.
1. „ვალდებული არ ვარ, ანგარიში ჩაგაბარო“
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, პარტნიორმა ყოველ ნაბიჯზე ანგარში გაბაროთ. მაგრამ მოგითხროს, როგორ ჩაიარა დღემ ან გაგიზიაროთ პრობლემა, რომელიც აღელვებს, ეს ხომ ანგარიში არ არის?
2. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“ ან „ეს შენი პრობლემაა“
მსგავსი ფრაზები გვიჩვენებს, რომ განშორება მხოლოდ დროის ამბავია. თუკი მამაკაცს თქვენი პრობლემები არ აწუხებს, მაშინაც კი, როცა დახმარებას სთხოვთ, ეს მხოლოდ ერთზე მიუთითებს - ის თქვენ მიმართ გაცივდა.
3. „თუკი ჩემი რამე არ მოგწონს, სხვა მოძებნე“
ამ ფრაზით მამაკაცი თქვენს მანიპულირებას ცდილობს. მას არ სურს, საკუთარ ქცევაში რამე შეცვალოს და გაიძულებთ, მის ყველა ნაკლს შეურიგდეთ.
4. „მე შენი მაინც არ მჯერა“
ამგვარ ფრაზას ხშირად დესპოტი ადამიანები ამბობენ. ისინი გაიძულებენ, თავი იმართლოთ მაშინაც კი, როცა არაფერი დაგიშავებიათ.
5. „გააკეთე, როგორც გინდა“
ეს ფრაზა მამაკაცის გულგრილობაზე მიუთითებს. მას სრულებითაც არ აინტერესებს თქვენი საქმეები და ყველაფერში, რაც მას პირდაპირ არ ეხება, სრულ თავისუფლებას გაძლევთ.
6. „აზვიადებ“ ან „გეჩვენება“
შეიძლება, მართლაც იყოს შემთხვევა, როცა ქალი რაღაცას არასწორად ვარაუდობს და შემდეგ თავისი ვარაუდის გაზვიადებას იწყებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მამაკაცმა ამ ფრაზებით არ უნდა გიპასუხოთ. თუკი მათ ხშირად იმეორებს, ეს უკვე აშკარა გულგრილობის ნიშანია.
7. „მე მართლა მიყვარხარ“
ამ ფრაზაში, ერთი შეხედვით, თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ სიტყვა „მართლა“ დანაშაულის მიჩქმალვაზე მიუთითებს. ეს ფრაზა უფრო თავის მართლებას ჰგავს.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.