„ჰაერის დიეტა“ - საუკუნოვანი იაპონური საიდუმლო!

საკნატუნო ამბები

8 იანვარი 16:00, 2018 წელი

როგორ დავიბრუნოთ ფორმა საახალწლო დღეების შემდეგ? - ეს შეკითხვა ამ დღეებში ბევრისთვის არის აქტუალური. თუკი ვარჯიშს ან საკვებისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებთ, გთავაზობთ, დაიწყოთ ყველაზე ადვილიდან: იაპონური ტრიუკიდან, რომლის დახმარებითაც იაპონელი ქალები მოხდენილ ფიგურას ინარჩუნებენ.

შეეცადეთ, ლოყაწითელი და პუტკუნა იაპონელი ქალი წარმოიდგინოთ. არ გამოგდით? ბუნებრივია. იაპონელი ქალების უმრავლესობა ხომ თოჯინასავით მინიატურულია. როგორც ამბობენ, ეს პირველ რიგში გენეტიკის დამსახურებაა. მაგრამ, ამას გარდა, იაპონელმა ქალებმა ერთი პატარა ეშმაკობაც იციან, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.


 


იაპონელმა ქალებმა კარგად იციან, რა ზემოქმედებას ახდენს სხეულზე სწორი კვება. მაგალითად, ამშვიდებს, ეხმარება დაძინებაში და სხვა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ სწორი სუნთქვა წონის დაგდებასა და კუნთების გამაგრებაში ეხმარება. სწორედ წონის დასაგდებად შეიქმნა ე.წ. ჰაერის დიეტა. აქ საუბარი არაა კვების შეზღუდვაში. ეს საკმაოდ კარგად ცნობილი სუნთქვითი ვარჯიშებია. მის შესასრულებლად დადექით სწორად, ღრმად ჩაისუნთქეთ 3 წამის განმავლობაში და შემდეგ ხანგრძლივად ამოისუნთქეთ 7 წამის განმავლობაში. ამ ვარჯიშს დღეში 2 წუთი დაუთმეთ (გამოტოვების გარეშე) და მალე პირველ შედეგებსაც შეამჩნევთ.


 


„ჰაერის დიეტა“: მუცლისა და წელის მიდამოებში ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში დაგეხმარებათ. აქ არავითარ ჯადოქრობას არ აქვს ადგილი, ყველაფერი მეცნიერულადაა დასაბუთებული: ღრმა სუნთქვის დროს ჟანგბადი ცხიმოვან ქსოვილში აღწევს და ცხიმს ნახშირბადად და წყლად შლის. ამგვარად გარდაქმნილ ცხიმოვან ნადებებს ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად იშორებს თავიდან. ამიტომაც ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტიურობა, მსუბუქი ვარჯიში ანდა ფეხით გასეირნება უფრო მეტ „ცხიმის დამწველ“ ეფექტს იძლევა. ბონუსად კი გაძლიერებულ მეტაბოლიზმს ვიღებთ.


 


ბევრი იაპონელი მსახიობი და მოდელი ხშირად ასახელებს „ჰაერის დიეტას“ თავისი მოხდენილი ფიგურის საიდუმლოს ასახსნელად. მართალია, სწორი სუნთქვა ძლიერ სასარგებლო თვისებაა, მაგრამ მხოლოდ მისი დახმარებით ათობით კილოს დაგდებას ტყუილად ეცდებით. ელემენტარულ მოძრაობებსა და კვების შეზღუდვასაც ნუ დავივიწყებთ.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?