ნივთები, რომლებიც ფენ შუის „შავ სიაშია“ და სახლში არ უნდა გქონდეთ!

საკნატუნო ამბები

15 იანვარი 16:00, 2018 წელი

ფენ შუის სპეციალისტებს ობიექტებისა და ნივთების „შავი სია“ აქვთ შედგენილი, რომელთა სახლში შენახვა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისინი ჰარმონიასა და ენერგეტიკულ ბალანსს არღვევს.

წყალი „სიყვარულის კუთხეში“



თქვენი ბინის შორეული მარჯვენა კუთხე (თუკი შემოსასვლელ კართან ვდგავართ) „სიყვარულის კუთხედ“ მიიჩნევა. ამ ზონაში არ უნდა დაიდგას ისეთი ნივთები, რომლებსაც წყალთან აქვთ შეხება - აკვარიუმი, სარეცხი მანქანა, ყვავილებიანი ლარნაკი. ამ სექტორში არ გირჩევთ დიდი სარკის დადგმას. ეს პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნებაში ხელს შეგიშლით. თუკი ამ ზონაში სააბაზანოა, მისი კარი მჭიდროდ მიხურეთ.



მძიმე ნივთები



საწოლთან მძიმე ნივთების განთავსებას არ გირჩევთ, ასევე, მის გაფორმებას ადამიანების გამოსახულებებით. ინტერიერის გასაფორმებლად წყნარი პასტელის ტონები (თეთრის გარდა) იხმარეთ, მაგრამ არაუმეტეს ორი ტონალობისა. ასევე, არ შეიძლება საძინებელში სარკის მოთავსება - ჯობს, ის ან კარადის კარზე ანდა სხვა ოთახში იყოს. უპირატესობა მაღალთავიან საწოლებს მიანიჭეთ - ეს სრულყოფილი ძილის სტიმულაციას დაეხმარება და პატრონებს უბედურებისგან დაიცავს.


მახვილი ნივთები და კუთხეები



ცივი იარაღი (მაგალითად, სუვენირი ხმლები), რქები და შანდლებიც კი ფენ შუის „შავ სიაშია“  მოხვედრილი. ისინი სახლში ენერგეტიკულ ჰარმონიას არღვევს. დიდი რაოდენობით მახვილი კუთხეებიც, ასევე, აგრესიას გამოასხივებს და ოჯახში რეგულარული ჩხუბის, ემოციური გამოფიტვისა და პატრონთა დაავადებების პროვოცირებას ახდენს. მახვილი კუთხე, რომელიც საწოლისკენ არის მიმართული, საფრთხის ქვეშ აყენებს პირად ცხოვრებას და კარიერულ ზრდას. გირჩევთ, ეს ხარვეზები სპეციალური სადებებით „აღმოფხვრათ“.


გატეხილი ან დაზიანებული ნივთები



სახლის აურა და ენერგეტიკული ველი გაუმჯობესდება, თუკი სახლიდან ყველა გატეხილ და დაზიანებულ ნივთს მოაშორებთ. თუ ისინი თქვენთვის ძალიან ძვირფასია, შეეცადეთ, აღადგინოთ და პირვანდელი სახე დაუბრუნოთ. სანამ დაზიანებულ სამახსოვრო ნივთს გადავაგდებთ, ფენ შუის სპეციალისტების რჩევით, მათთვის მადლობის გადახდაა საჭირო იმ  სიხარულისთვის, რაც თავის დროზე მოგვანიჭეს. ამით სახლში ახალი ემოციისთვის ადგილს გაათავისუფლებთ.


წინააღმდეგობები ენერგიის გავრცელებისთვის



ფენ შუის თანახმად, სახლში დადებითი აურისა და ჰარმონიის გავრცელებისთვის ხელშემშლელია:


- გრძელი დერეფანი, რომლის ბოლოშიც საძინებელია მოთავსებული.


- შემოსასვლელი ძირითადი კარისა და უკანა გასასვლელის ერთ ხაზზე ყოფნა.


- კართან ახლოს კიბე.


- საძინებლის სახურავზე კოჭების არსებობა.


თუკი ამათგან რომელიმე არის თქვენს სახლში, გირჩევთ, მათი უარყოფითი გავლენა ოთახის მცენარეებითა და ხალიჩებით შეამციროთ.

წყარო
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150