გერმანელმა მეცნიერებმა ხემნიცის უნივერსიტეტიდან და დრეზდენის მყარი მასალების ინსტიტუტიდან, საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს, რაც, მედიკამენტის ნაცვლად, სპერმის გამოყენებას გულისხმობს.
საქმე ის არის, რომ სპერმატოზოიდი შეასრულებს მედიკამენტის ტრანსპორტირების ფუნქციას.
მეცნიერებმა გამოიგონეს „ტეტრაპოდი“ - სისქით ადამიანის თმის ღერზე ათჯერ წვრილი რკინის ღერი, რომელიც სპერმატოზოიდის გარშემო ეხვევა. შემდეგ სპერმატოზოიდს „ავსებენ“ პრეპარატ „დოსკორუბიცინით“ და მაგნიტური ველის მოქმედებით კიბოს უჯრედებისკენ აძლევენ მიმართულებას. რამდენიმე ხნის შემდეგ, პრეპარატის მოქმედების შედეგად, კიბოს უჯრედები კვდება.
ცოცხალი სპერმის გამოყენების უპირატესობა ის არის, რომ ის ღრმად შედის საშვილოსნოს ყელში და ხანგრძლივი დროით რჩება. თანაც, თურმე, სპერმატოზოიდს დიდი ოდენობით პრეპარატის ტრანსპორტირება შეუძლია.