ყველაზე დასამახსოვრებელი სახეები „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე

საკნატუნო ამბები

31 იანვარი 17:00, 2018 წელი

„ოსკარი“ მხოლოდ მსოფლიოს მთავარი კინოპრემია არ არის. მსახიობი ქალები, რომლებმაც საოცნებო ქანდაკება მიიღეს ან, უბრალოდ, წითელ ხალიჩაზე გაიარეს, მომავალი წლის ტრენდებს გვკარნახობენ, ზოგი მათგანი კი სამუდამოდ შედის მოდის ისტორიაში.

15. ჯენიფერ ლოურენსი, 2013 წელი



ჯენიფერ ლოურენსის სამოსი სამოდელო სახლ Dior-ის შექმნილია.  კაბა, რომელში გამოწყობილმა მსახიობმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ჩემი შეყვარებული გიჟია“, ხელოვნების ნამდვილი შედევრია. ის კინოპრემიის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი კაბაა - მისი ფასი 4 მილიონ დოლარს აღწევს.
 


14. ნიკოლ კიდმანი, 1997 წელი



ნიკოლ კიდმანი ოსტატურად შერჩეული სამოსის წყალობით „ოსკარის“ ცერემონიალის მთავარი ვარსკვლავი გახდა, თუმცა 1997 წელს ის ნომინირებულიც კი არ ყოფილა „ოსკარზე“.


 


13. მარიონ კოტიიარი, 2008 წელი



მარიონ კოტიიარის „ქალთევზას“ კაბა ჟან-პოლ გოტიესგან ბედნიერი აღმოჩნდა, სწორედ მასში გამოწყობილმა მიიღო „ოსკარი“ ედიტ პიაფის როლის შესრულებისთვის ფილმში „ვარდისფერი ცხოვრება“.


 


12. ჰელი ბერი, 2002 წელი



2002 წელს ჰელი ბერიმ სანუკვარი ქანდაკება ფილმ „მონსტრების წვეულებაში“ მონაწილეობისთვის მიიღო. ამას გარდა, მან „ოსკარის“ ისტორიაში ყველაზე სექსუალური კაბითაც მოახდინა ფურორი.


 


11. შერი, 1986 და 1988 წლები



შერის კაბა ისეთივე ექსტრავაგანტური იყო, როგორიც თავად მომღერალია. ორივე კაბა ლეგენდარული გახდა, მაგრამ შერისთვის ბედნიერების მომტანი მაინც 1988 წელი იყო. სწორედ მაშინ მიიღო მან „ოსკარი“ ფილმისთვის „მთვარის ძალაუფლება“.
 


10. გვინეტ პელტროუ, 2012 წელი



გვინეტ პელტროუს კაბები „ოსკარების“ ცერემონიალებზე ყოველთვის საუკეთესოებს შორისაა. თეთრი კაბა ტომ ფორდისგან, რომელიც ლაკონიური სამკაულებით იყო დამშვენებული, ელეგანტურობის პიკი აღმოჩნდა.


9. მადონა, 1991 წელი



 „ოსკარის“ ცერემონიალზე მადონა მერილინ მონროს სახით წარდგა. ლუქს აგვირგვინებდა ბეწვის ბოა და ბრილიანტის სამკაულები. იმ საღამოს მადონამ ამ კაბით სიმღერა შეასრულა ფილმიდან „ბილ ტრეისი“. მელოდიამ ფილმისთვის საუკეთესო კომპოზიციის პრიზი მოიპოვა.


 


8. ბარბრა სტრეიზანდი, 1969 წელი



შარვლიანი კოსტიუმი, რომლითაც ბარბრა სტრეიზანდი ჯილდოს მისაღებად გამოვიდა ფილმისთვის „სასაცილო გოგონა“, „ოსკარის“ ყველა დროის გემოვნებიანი და უგემოვნებო კოსტიუმების რეიტინგში ერთდროულად შევიდა. ჯერ ერთი, ტრადიციული კაბის ნაცვლად შარვლიანი კოსტიუმით გამოვიდა და მეორეც, კოსტიუმი მთლიანად გამჭვირვალე იყო. როგორც ბარბრამ აღიარა, ის არ ელოდა, რომ სცენის განათებაში მისი სამოსი ასეთი გამჭვირვალე აღმოჩნდებოდა.


 


7. ჰილარი სუონკი, 2005 წელი



იმ საღამოს ჰილარი სუონკმა „ოსკარი“ კლინტ ისტვუდის ფილმისთვის „გოგონა მილიონ დოლარად“ მიიღო. გი ლაროშის მუქ-ლურჯი კაბა დახვეწილი სექსუალურობის ეტალონად მიიჩნიეს და „ოსკარის“ საუკეთესო სამოსის ათეული შეიტანეს.



6. მერილინ მონრო, 1951 წელი



მერილინ მონრო არასდროს არ ყოფილა „ოსკარის“ არც ნომინანტი და არც პრიზიორი, მაგრამ 1951 წლის ცერემონიალზე მან მაინც მიიპყრო ყველას ყურადღება. მსახიობ ქალს ჯილდო უნდა გადაეცა და ამისთვის სცენაზე შავი ტულის კაბით გამოვიდა, რომელსაც ღრმა დეკოლტე ჰქონდა.


 


5. ქეით ბლანშეტი, 2014 წელი



2014 წელს ქეით ბლანშეტმა „ოსკარი“ ფილმ „ჟასმინში“ როლისთვის მიიღო. მის ნახევრად გამჭვირვალე კაბას Armani-სგან უამრავი ყვავილი ამშვენებდა.


 


4. ელიზაბეტ ტეილორი, 1961 წელი



1961 წელს ელიზაბეტ ტეილორმა მთავარი კინოპრიზი ფილმ „ბატერფილდ 8“-ში მონაწილეობისთვის მიიღო. ცერემონიალისთვის მან სამოდელო სახლ Dior-ის ეფექტური კაბა შეარჩია.


 


3. ჯულია რობერტსი, 2001 წელი



ჯულია რობერტსმა 2001 წელს „ოსკარი“ ბიოგრაფიული ფილმის „ერინ ბროკოვიჩისთვის“ მიიღო. მისი ვინტაჟური ხავერდის კაბა და მდიდრული შლეიფი Valentino-სგან კრიტიკოსებმაც დააფასეს და მაყურებლებმაც.


 


 2. გრეის კელი, 1955 წელი



გრეის კელი ნაზი მწვანე ფერის კაბაში სტუდია Paramount-ის შტატიანი დიზაინერის ედიტ ჰედის დრაფირებით ჰოლივუდისთვის კლასიკა გახდა. სწორედ ამ კაბაში გამოწყობილმა მიიღო გრეისმა „ოსკარი“ ფილმისთვის „სოფლელი გოგონა“.
 


1. ოდრი ჰეპბერნი, 1954 წელი



ეს  კაბა მუდმივად რეიტინგის სათავეშია. სწორედ ამ კაბაში გამოწყობილმა ოდრი ჰეპბერნმა მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის „რომაული არდადეგები“. ის ოდრისთვის სპეციალურად შექმნა იუბერ ჟივანშიმ, რომელიც მისი სტილის განსახიერება გახდა - ელეგანტურობა და მოხდენილობა. ამ კაბას ინგლისურენოვან ვიკიპედიაში თავისი გვერდიც კი აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?