შოტლანდიელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგის მიხედვით დაადგინეს, რომ ქალის სხეულის მოცულობასა და სექსუალურობას შორის პირდაპირი კავშირია.
კვლევის თანახმად, კაცებს ყოველთვის აღაფრთოვანებთ ქალები, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 22,8-დან 24,8-მდეა. ვერაფერს მიხვდით? უფრო მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ქალი, რომლის სიმაღლე - 170 სმ, ხოლო წონა 70 კილოგრამია.
მართალია, პროპორციები არამოდელურია, მაგრამ მეცნიერები საკუთარ აზრს ჯიუტად იცავენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მომატებულ 2-3 კილოგრამზე აღარ ვინერვიულოთ.