ოთახის მცენარეები, რომელთა შესახებაც ჯერ არ გსმენიათ!

საკნატუნო ამბები

23 თებერვალი 19:00, 2018 წელი

თითქმის ყველა მათგანი სუკულენტებს განეკუთვნება. ეს ისეთი მცენარეებია, რომლებიც ღეროსა და ფოთლებში სითხეს იმარაგებს. მათი მოვლა ძნელი არ არის, თვალს კი ძალიან ახარებს...

1. Senecio peregrinus



ეს მცენარე იაპონიაში ძალიან პოპულარულია! მისი ყოველი ფოთოლი პატარა დელფინს მიაგავს.



2. იაპონური ხავსი მარიმო (Marimo moss balls)



ეს უჩვეულო წყალმცენარეა, რომელსაც პირდაპირი მზის სხივები არ მოსწონს. ისინი აკვარიუმისთვის საოცარი მშვენებაა, მაგრამ იზოლირებულ ჭურჭელში მარტოსაც შეუძლია ცხოვრება. მარიმო მუდმივი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება და წელიწადში მხოლოდ 5-7 მილიმეტრით იზრდება. წყალმცენარის პატარა ბურთი 200 წელს ცხოვრობს, ამიტომაც მას ხშირად მემკვიდრეობით გადასცემენ. მას პატრონისთვის იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს!


3. Trachyandra



მედუზას საცეცები თუ კულულები? ეს მცენარე აფრიკიდანაა. ის მიჩვეულია თაკარა მზის ქვეშ ცხოვრებას, ამიტომაც მას კვირაში ერთხელ რწყავენ. ის ოთახის მცენარეებში ნამდვილი უცხოპლანეტელია!


4. Crassula umbella



 ნაცნობი ფულის ხის უახლოესი ნათესავია. უყვარს სინათლე და სუფთა ჰაერი. კიდევ ერთი დასახელება „ღვინის ბოკალი“. როგორი უცნაურია ბუნება, რომელიც ამგვარ შედევრებს ქმნის!


5. Euphorbia obesa



ამ ბუთხუზას სამშობლო აფრიკაა, მაგრამ ყინვის გაძლებაც შეუძლია! ის კაქტუსივით სითხეს შიგნით იგროვებს. ყვავილობას 5-8 წლის ასაკიდან იწყებს და მისი ყვავილები გასაოცარია!


6. Euphorbia сaput-medusae



მცენარე მომწამვლელია, მაგრამ ორიგინალურად გამოიყურება! ყვითელი ყვავილები აქვს. მისი მეორე სახელი გორგონარიაა. ამ ოთახის მცენარეს მშრალი ჰაერი და სიგრილე უყვარს, ამიტომაც მისი მოვლა საკმაოდ ადვილია.


7. Platycerium



ირმის გვიმრა, რომელიც უფრო ირმის ბრტყელ რქებს მოგვაგონებს! კარგად გრძნობს თავს კედლებზე: ბუნებაში ხომ ხეებზე იზრდება. ის ნებისმიერი ინტერიერის მშვენებაა.


8. Euphorbia tirucalli



ამ მცენარის წვენისგან ადრე კაუჩუკს იღებდნენ! მისი წვენი საწამლავიცაა. სამაგიეროდ როგორი ლამაზია... „ცეცხლოვანი ჩხირები“ მისი კიდევ ერთი სახელწოდებაა.


 9. (Haworthia сooperi)



ბუნებაში ის კლდეებზე იზრდება და გარეული თხების საყვარელი საკვებია. მინიატურული ბურთულები თვალს იტაცებს, მათში ხომ მთელი სამყარო მოჩანს! ამგვარ მწვანე მეგობარზე შეიძლება იოცნებოთ...


10. Sedum morganianum



ჰგავს კი ეს უცნაური ფოთლები ვირის კუდს? მას ზოგჯერ ასეც უწოდებენ. მას მზე უყვარს და ბევრ მოვლასაც ითხოვს. სამაგიეროდ ულამაზესი ყვავილებით დაგასაჩუქრებთ.


 11. Corkscrew grass



ძალიან სწრაფად მრავლდება! ისეთი ხუჭუჭაა, რომ მისი ბუნებრივი წარმომავლობა  ძნელი დასაჯერებელია. არადა ფოთლები თავად ხუჭუჭდება!


 12. Gentiana urnula



უჩვეულო და ადვილად მოსავლელი მცენარეა! რაღაცით ზღვის ვარსკვლავს მიაგავს. არადა აშკარად მაგიურად გამოიყურება...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?