საშინელებათა ფილმების რვა მონსტრი, რომელიც თურმე საზოგადოების პრობლემების გამოხატულებაა

საკნატუნო ამბები

3 მარტი 16:00, 2018 წელი

ალბერტინის უნივერსიტეტის (კანადა) დოცენტ ჯეისონ ვალინის განცხადებით, საშინელებათა ჟანრის ფილმებით მასობრივი გატაცება საზოგადოების განწყობის საუკეთესო ინდიკატორია. 

1. ვამპირები

უფრო პოპულარული მონსტრი ძნელი წარმოსადგენია. სისხლისმსმელ გრაფ დრაკულას ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ კანონიკური მონსტრის სახელი ჯერ კიდევ შორეულ 1897 წელს შექმნა ბრემ სტოკერმა.
მაგრამ ედვარდ კალენმა ყველაფერი „გააფუჭა“. ის ფილმ „ბინდის“ მთავარ პერსონაჟად 2008 წელს გამოჩნდა. ის და მისი ოჯახი სრულიად სხვა ცხოვრებას ეწევიან: არ სვამენ სისხლს, სწავლობენ ჩვეულებრივ სკოლაში, მისდევენ სპორტს და არ იტანჯებიან მზის სხივებზე. მალე, ალბათ, ვეგეტარიანელ ვამპირებსაც ვიხილავთ.

მაინც რატომ მოგვწონს ვამპირები?
ვამპირს არ ეშინია სიკვდილის და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს. დრაკულა ძალაუფლებაა, რომელსაც ყველაფრის განადგურება შეუძლია და შიშს გვგვრის. ედვარდი კი მოდური ბიჭია და თანაც ზღაპრულ პრინცს ჰგავს: მდიდარი, კეთილშობილი და უკვდავი. ამას გარდა, თანამედროვე პრინცესასთვის მარადიული ახალგაზრდობის მინიჭება შეუძლია.



 2. მაქციები

მაქცია ვამპირის მარჯვენა ხელი და, სულ ცოტა, ბიძაშვილია. თავიდან ხომ  ვამპირებსაც შეეძლოთ, ღამურებად გადაქცევა.
სამაგიეროდ მაქციები ვამპირებს მძვინვარებით აღემატებიან, მათ მარტო სისხლი არ ჰყოფნით, ხორციც სურთ...
ჯოან როულინგმა შეცვალა მძვინვარე მტაცებლის სახე და ის ძაღლის მსგავსი გახადა - მათ უკვე ანიმაგები ეწოდებათ. მაქციისგან განსხვავებით, ანიმაგს მხეცად გადაქცევა საკუთარი სურვილით შეუძლია.

მაქციებში ადამიანების ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა განსახიერებული: არავინ იცის, როდის გაიღვიძებს ადამიანში მხეცი. 



3. ზომბი

ზომბებმა ევოლუცია განიცადეს. ისინი უკვე მოუხერხებლად აღარ დადიან, მათ სირბილი შეუძლიათ. მათ მხოლოდ ტვინი აღარ აინტერესებთ, მთელ სხეულს მიირთმევენ. მათი მთავარი ძალა სიმრავლეა. ბრბოს შეუძლია მათზე ჭკვიანი და ძლიერი ადამიანის განადგურება.

ზომბი ვირუსებთან დაკავშირებული ჩვენი შიშების განსახიერებაა. ყოველწლიურად გვესმის ახალი დაავადებების შესახებ და არ გვსურს, მათი მსხვერპლი აღმოვჩნდეთ.

ამასთანავე,ზომბების გარემოცვაში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, მოიქცე მათსავით. სწორედ ესაა ზომბების მიზანი - ყველა თავისნაირად აქციონ. გახდე ნაცრისფერი მასის ნაწილი - ამაზე საშინელი რა უნდა იყოს?



 4. მუტანტები

მუტანტები ან გმირები არიან (ადამიანი-ობობა) ანდა აგრესიული ურჩხულები. არის კიდევ ჰალკი - გაუწონასწორებელი, მაგრამ მაინც გმირი, თუმცა ეს გამონაკლისია.

რაც უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს ადამიანი ბუნებაზე, მით მეტია მუტანტების  წინაშე შიში. თუკი ადამიანი მის მიერვე მოწყობილ ექსპერიმენტებზე კონტროლს დაკარგავს, ეს მასიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს.




                      

 5. დრაკონები

დრაკონი არნახული ძალის მქონე მითოლოგიური არსებაა. მას მთელი ქალაქის გადაწვა შეუძლია, თუნდაც უბრალოდ ქუჩაში გასეირნებით. გონებაში დრაკონი ჩაანაცვლეთ სამხედრო ტექნიკით და შედეგი ისეთივე ულმობელი იქნება.

აქედან უკვე გასაგებია დრაკონების მიმართ შიშის წყარო - მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობა. ეკრანებზე „სამეფო ტახტის თამაშების“ გამოჩენამ დრაკონი სამხედრო ძალის სახედ წარმოაჩინა. მართლაც, აბა, რისი შემძლე იქნებოდა დაინერის ტარგარიანი, რომ არა მისი „შვილები“?

 

 

 6. მოჩვენება

იმქვეყნიური ცხოვრება ჰოლივუდში ყველაზე საყვარელი თემაა. სცენარისტებისთვის მოჩვენებები შთაგონების უშრეტი წყაროა, რომელთა დახმარებით როგორც შედევრის, ისე ბანალური ფილმის შექმნა შეიძლება.

მოჩვენებების ძირითადი დანიშნულებაა, შეგვახსენონ ის, რაც ჩავიდინეთ და რა შედეგიც მივიღეთ. ყველა მოჩვენება - კეთილიც და ბოროტიც - სინდისის ქენჯნაა.





7. გოლიათები

ოგრები არავის არ უყვარს: ისინი ბრაზიანები, სასტიკები, მახინჯები არიან და სუნიც ცუდი უდით. ამიტომაც მთავარ როლებში არ გამოჰყავთ. ისინი უფრო მეორე პლანის გმირები არიან და სხვა უფრო გონიერი არსებების მსახურები არიან.

და მაინც, რატომ უყურებენ გოლიათებზე ფილმებს? როგორც ყველაზე ცნობილი ოგრი (შრეკი) იტყოდა: „ისინი სანამ გამიცნობენ, მანამდე განმსჯიან. აი, რატომ მირჩევნია მარტო ყოფნა“. ცხოვრებაში ისინი ისეთი ადამიანები არიან, რომლებმაც მარტოობაში ბედნიერება ჰპოვეს. ისინი დაიღალნენ ადამიანთა სისასტიკითა და სიბეცით, მათ უყვართ ასკეტური ცხოვრების წესი და ზრუნავენ ბუნებაზე.




 8. მანიაკები

ყოველდღიური ამბების შემხედვარე ვრწმუნდებით, რომ ადამიანზე უფრო საშინელი მონსტრი არ არსებობს. მთავარ საშიშროებას კი იმის შეგრძნება იწვევს, რომ ბოროტების ამოძირკვა შეუძლებელია.

ამას გარდა, ფილმებში მანიაკების მსხვერპლთა როლში ხშირად ისეთი ადამიანები გამოდიან, რომლებიც არასწორი ცხოვრების წესს მისდევდნენ, შესაბამისად, მანიაკი ერთგვარი საზღაურია ჩვენი ცოდვებისთვის.

 
დასკვნა

ჩვენ ვქმნით განწყობასაც და მოდასაც. მაყურებლები ქმნიან რეიტინგს და ხელს უწყობენ ახალი კინოპროდუქციის შექმნას. შესაბამისად, რასაც ვუყურებთ და გვესმის, უმრავლესობის არჩევანია და ვიმსახურებთ კიდეც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?