1. პენისი შესაძლოა, მოტყდეს
გაგიკვირდებათ და ეს მართალია! რა თქმა უნდა, ისე არ ტყდება, როგორც ხელი ან ფეხი, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არის. თურმე, თუკი პენისის მოტეხის ხმა ერთხელ მაინც გაიგონეთ, არასდროს დაგავიწყდებათ.
2. პენისი შესაძლოა, საშოში გაიჭედოს
ესეც მართალია. როგორც ჩანს, ამგვარი სიტუაცია მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებში არ ხდება. ამ ფაქტს ექიმები Penis captivus-ს უწოდებენ და ის ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა, მაინც არსებობს. როგორც წესი, ამის მიზეზი გამოუცდელი პარტნიორი, ფსიქოლოგიური ტრავმა ქალებში ან ძლიერი შიშია. საშოს კუნთები იმდენად ძლიერად უჭერს პენისს, რომ კაცი, უბრალოდ, ვერ ახერხებს სასქესო ორგანოს საშოდან გამოღებას.
3. მხოლოდ კაცები ხედავენ „ნოტიო" სიზმრებს
ეს ტყუილია! „ნოტიო სიზმრები“, რომლისგან გამოფხიზლება არ გვსურს, მართალია, კაცური თვისებაა, მაგრამ სექსოლოგ ალფრედ კინსის კვლევის თანახმად, ქალების 37%-ს ერთხელ მაინც განუცდია ორგაზმი სიზმარში.
4. სექსი - ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელი
მართალია. და არა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი, არამედ ძილისმომგვრელი საშუალებაც. სიხარულის ჰორმონები, რომლებიც კარგ სექსს უზრუნველყოფს, ადამიანს თავისა და მენსტრუაციის ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება.
5. სექსმა შესაძლოა, დაგაბრმაოთ
მართალია. რა თქმა უნდა, სრული სიბრმავე არ იგულისხმევა, მაგრამ დროებითი ამავროზი შესაძლოა მოხდეს. მას მეორენაირად „თვალზე ბინდის გადაკვრას" უწოდებენ. ძლიერი ორგაზმის დროს, შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ცალ თვალში მხედველობა ბუნდოვანი გაგიხდათ. როგორც წესი, ეს რამდენიმე წამი გრძელდება. ექიმები დღემდე ვერ ხსნიან, რას უკავშირდება ეს ფაქტი, თუმცა, ამ მოვლენაზე ორგაზმის გავლენა აშკარაა.
6. წინდები - ძალიან არასექსუალური
ტყუილია. მკვლევარები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ქალებიც და კაცებიც, რომელთაც სექსის დროს წინდები აცვიათ, უფრო ძლიერ ორგაზმს განიცდიან, ვიდრე მათი წინდებგახდილი პარტნიორები. საქმე ისაა, რომ წინდებჩაცმულზე სექსის დროს ფეხები არ გაგეყინებათ და პროცესის დროს იმაზე ფიქრი არ მოგიწევთ, როგორ გაითბოთ ფეხები.
7. სექსი ხელს უწყობს წონაში კლებას
თქვენც გაგიცრუვდათ იმედები? დიახ, ტყუილი აღმოჩნდა. სექსუალური აქტი, საშუალოდ, 6 წუთი გრძელდება. ამ დროში იწვება მხოლოდ 20 კალორია. თუკი 6 წუთი ტელევიზორთან დაჯდებით, 14 კალორიით ნაკლებს დაწვავთ. ასე რომ, თქვენთან ბოდიში, მაგრამ სექსი ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერ ჩაგინაცვლებთ.
8. ანალური სექსის დროს დაორსულება შესაძლებელია
დიახ, ასეა. ეს რისკი უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც არსებობს. რა თქმა უნდა, საშო არანაირად არ უკავშირდება სწორ ნაწლავს, მაგრამ პრეზერვატივის გარეშე ანალური სექსის დროს სულ მცირე ალბათობა არსებობს, რომ სპერმა, უბრალოდ, საშოსკენ „გასრიალდეს“, სანამ სექსის შემდეგ მიღებული სიამოვნებით ტკბებით.
9. სექსი ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს
ეს მართალია! ჰორმონი დჰეა (დეჰიდროეპიანდროსტერონი) პირდაპირ კავშირშია დაბერების პროცესთან. ეს ჰორმონი ჭარბობს იმ ადამიანებში, რომლებმაც მომწიფების ასაკი გადალახეს, მაგრამ წლებთან ერთად ამ ჰორმონის რაოდენობა მცირდება. მართალია, მისი მიღება ექიმის დანიშნულებით შეიძლება, მაგრამ ამ ჰორმონის მიღების ბუნებრივი გზაც არსებობს: ხშირად დაკავდით სექსით.
10. რაც უფრო ხშირად მასტურბირებთ, მით უფრო მოსაწყენია სექსი
ეს ტყუილია. პირიქით, მასტურბაციით თითქოს ავარჯიშებთ ტვინს და აჩვევთ მას სიამოვნების მიღებას. საერთო ჯამში, მასტურბაცია - ეს არ არის სიგარეტი, არც შოკოლადი, მისგან არც გასუქდებით და ვერც მავნე ჩვევას შეიძენთ. ყველა მხრივ მხოლოდ სასარგებლოა!