ნახეთ ცნობილი ქალები, რომლებიც არასასურველი პერსონების სიაში მოხვდნენ.
უმა თურმანი
რეჟისორი კვენტინ ტარანტინო მას შესანიშნავს უწოდებს. სწორედ მისი სილამაზის გამო მიიწვია რეჟისორმა უმა ფილმ „მაკულატურაში“, თუმცა, ბევრი ბრიტანელი მსახიობს ასექსუალურად მიიჩნევს. მიზეზი კი მისი 42 ზომის ფეხია. უმა თურმანის სიმაღლე 183 სმ-ია. ფეხის ზომაც სხეულთან შესაბამისია, თუმცა, მსახიობი თავადაც უკმაყოფილოა საკუთარი ფეხის ზომით და ცდილობს, გადაღებების დროს ეს „ნაკლი“ დაფაროს.
ტილდა სუინტონი
ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელი უკვე 58 წლისაა. ქალებისთვის ეს მშვენიერი ასაკია: შეგიძლია, იყო ფარულად მაცდური და მიიპყრო კაცების ყურადღება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ცხოვრობს ტილდა შოტლანდიაში ერთდროულად ორ კაცთან - ყოფილ მეუღლესთან და ახლანდელ ბოიფრენდთან ერთად. თავად მსახიობი კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ სამ ადამიანს შორის სექსუალური კავშირი არსებობს. მისი თქმით, უბრალოდ, ცხოვრებისთვის ასე უფრო მოხერხებულია. რატომ მოხვდა ტილდა ყველაზე ასექსუალური ქალების სიაში, რთული სათქმელია, თუმცა, სავარაუდოდ, კაცებს, მისი უცხოპლანეტელის გარეგნობა აშინებთ.
სარა ჯესიკა პარკერი
რას არ ვაკეთებთ, რომ საყვარელ მსახიობს დავემსგავსოთ, ვვარჯიშობთ, წონაში ვიკლებთ, ნაოჭებს ვისწორებთ და უცებ, აღმოჩნდება, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობი ასექსუალური ქალების სიაში მოხვდა. 160 სმ სიმაღლის პარკერი 48 კილოგრამს იწონის. სერიალ „სექსი დიდ ქალაქში" მსახიობის ჩაცმულობამ ბევრი ქალის შური გამოიწვია, ხოლო კაცებმა მის ზედმეტ სიგამხდრეს გაუსვეს ხაზი და გამოთქვეს აზრი, რომ ჯესიკა ზომაზე მეტად გამხდარია. თავად პარკერი ამგვარ შეფასებას საკუთარ თავზე ძალიან განიცდის, მაგრამ კაცები მაინც თავიანთ აზრზე რჩებიან და მას ასექსუალურ მსახიობად მიიჩნევენ.
ლინდსი ლოჰანი
სკანდალურმა მსახიობმა სექსუალურების სიიდან ასექსუალურებში გადაინაცვლა. მისი გულშემატკივრების ნაწილმა ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისკენ მიდრეკილების გამო გადაიყვარა და არამხოლოდ ეს, მის ისტერიკულ ხასიათსაც ხშირად უსვამენ ხაზს. მას ჰოლივუდის ყველაზე სევდიან მსახიობს უწოდებენ. ლინდსი ლოჰანი ხშირად ხვდება პოლიციის განყოფილებაში, თავისი უხამსი საქციელის გამო.
ლედი გაგა
ეპატაჟურმა მომღერალმა 14 წლის ასაკში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცნობილი გამხდარიყო. მისი ნიჭის მიუხედავად, მას ზედმეტად თეატრალურად მიიჩნევენ. „მიუხედავად იმისა, რომ ყველგან საცვლებითა და ბიუსტჰალტერებით ჩნდება, ლედი გაგა მაინც ასექსუალურია“, - ამ აზრზეა კაცების დიდი ნაწილი. პლატინისფერმა ქერა მომღერალმა 2015 წელს დაგეგმა, ისტორიაში პირველი ყოფილიყო და კონცერტი კოსმოსში ჩაეტარებინა, თუმცა, გაფრენა გადაიდო. პროვოკაციული იმიჯი სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ მაყურებლით აავსოს დარბაზები, მოედნები და მიიღოს პრესტიჟული ჯილდოები.
ჰილარი სიონკი
მსახიობმა, რომელსაც ესპანელი და ინდიელი წინაპრები ჰყავს, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან აირჩია სპორტული ცხოვრება და ტანვარჯიშისა და ცურვის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. შემდეგ მსახიობობას მიჰყვა. ფილმში „ბიჭები არ ტირიან“ მან ტრანსგენდერის როლი შეასრულა, რითაც ნამდვილი ფურორი მოახდინა და საზოგადოებას დაამახსოვრა თავი. სწორედ თავისი მკაცრი გარეგნობისა და ბიჭური როლების გამო მან საბოლოოდ შეიქმნა ანტისექსუალური გოგოს რეპუტაცია.
ჯორჯია მეი ჯაგერი
მომღერალ მიკ ჯაგერის შვილი მეი ჯაგერი ასექსუალური ქალების სიაში მხოლოდ კბილებს შორის დაშორების გამო მოხვდა, თუმცა, მისი ინდივიდუალურობა სახის არასწორ ნაკვთებში, ორიგინალურობასა და სიარულის ცუდ მანერაში იმალება. ჯორჯიამ ბევრი იმუშავა, რათა მისი სახის არცთუ ისე მიმზიდველი ნაკვთები სულ სხვა თვალით დაენახათ - ის გახდა მოდელი და კოსმეტიკური საშუალებების კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
სანდრა'ო
„გრეის ანატომიიდან“ ცნობილი კანადელი მსახიობიც ასექსუალური ქალების სიაში მოხვდა. ეგზოტიკური გარეგნობა მას მშობლებისგან ერგო, რომლებიც სამხრეთ კორეელი ემიგრანტები იყვნენ. სანდრა გატაცებული იყო ბალეტით და ჟურნალისტიკით, თუმცა, საბოლოოდ, კინოინდუსტრია აირჩია და ახლა მას არა მხოლოდ პოპულარობის ტვირთის ტარება, არამედ მისი არაორდინარული გარეგნობის მისამართით საკმაოდ დიდი კრიტიკის მოსმენაც უწევს.
მადონა
როგორც აღმოჩნდა, კაცებს სულაც არ მოსწონთ მომღერლის დაკუნთული სხეული და დაბერილი ძარღვები სიმღერის შესრულების დროს. ის დღეში რამდენიმე საათს უთმობს ვარჯიშს. „ყველა ადამიანი უნდა იყოს დაკავებული სპორტით. მე, მაგალითად, მომწონს ჩემი კუნთები, უფრო მოქნილი გავხდი და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ“, - ამბობს 59 წლის, მაგრამ მუდმივად ახალგაზრდა მომღერალი.
ბრიტნი სპირსი
ერთი უბრალო მასწავლებლისა და მზარეულის შვილმა ძალიან მალე შეძლო ცნობადობის მოპოვება. იმდენად მალე, რომ 36 წლის ასაკში თითქოს დაბერებაც მოასწრო. გულახდილი ფოტოსესიები, ოჯახური სკანდალები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი - ეს ყველაფერი იყო მსოფლიოში განთქმული მომღერლის ცხოვრებაში. სექსუალურად მას არ მიიჩნევენ, თუმცა მის მგრძნობელობასა და დაუცველობას ხშირად უსვამენ ხაზს.