ექიმების თქმით, ნერვული დაბოლოებების უმეტესი ნაწილი ქალის საშოში 1-3 სანტიმეტრის დაშორებით მდებარეობს, ამიტომ ქალების უმეტესობა, პრინციპში, ვერ გრძნობს პენისის ღრმა შეღწევას სხეულში.
ერთ-ერთი, რაც სიამოვნებას იწვევს ღრმა შეღწევის დროს, ეს არის შევსების შეგრძნება, რომელიც მაშინ იგრძნობა, თუკი ნერვული დაბოლოებები ამოქმედებულია.
გამოდის, რომ აზრი არ აქვს იმ ზონების გაღიზიანებას, რომლებშიც ნერვული დაბოლოებები ძალიან ცოტაა.
სასქესო ორგანოს სიგრძე არ განსაზღვრავს სექსის ხარისხს, კარგი და დაუვიწყარი სექსი დამოკიდებულია პენისის სიმყარესა და პროცესში მონაწილეების თანხმობაზე. ორგაზმისთვის აუცილებელია ფრიქციები, რომლებიც პენისის საშოში შეღწევის პროცესში სრულდება და რომლისთვისაც საჭიროა სასქესო ორგანოს სიმყარე.
მცირე ზომის პენისები ბევრს მოსწონს: ზოგისთვის მტკივნეულია სექსი მასთან, ვისაც დიდი პენისი აქვს, ზოგიერთს არ მოსწონს დიდ პენისზე ორალური სექსი. სხვათა შორის, საქართველოში პენისის დიაპაზონი, (ერეგირებულ მდგომარეობაში) 10,7-დან 21 სანტიმეტრამდე ვარირებს.
გულს ნუ გაიტეხთ ნურც ისინი, ვისაც პატარა პენისი გაქვთ და ნურც პატარაპენისიანი კაცების პარტნიორები ან ცოლები: თუკი მცირე ზომის პენისი საშოში იმ ნერვულ დაბოლოებებს ვერ სწვდება, რომლებიც ქალის ორგაზმზეა პასუხისმგებელი, ამ უკანასკნელის მისაღებად სხვა საშუალებებიც არსებობს.
სექსი სიამოვნებაა და სანტიმეტრებს მნიშვნელობა არ აქვს.